ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

შეხვედრა ქალაქ ბეერ-შევაში

 

ამა წლის 4 მაისს, საქართველოს ელჩი ბატონი პაატა კალანდაძე და საელჩოს კონსული ბატონი ალექსანდრე ჯიშკარიანი, ადგილობრივ ქართველ ებრაელთა  ორგანიზაცია „ქართველთა და ებრაელთა ურთიერთობის საზოგადოების“ მოწვევით, ქალაქ ბეერ-შევას სტუმრობდნენ. საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებს საშუალება მიეცათ, გაცნობოდნენ ზემოაღნიშნული ორგანიზაციის აქტივს და მის საქმიანობას, დაეთვალიერებინათ ქალაქი და მისი ერთ-ერთი მოედანი, რომელიც ქ. ონის სახელს ატარებს (ქ.ქ. ბეერ-შევა და ონი 2000 წლიდან დაძმობილებული ქალაქები არიან). ხსენებული ვიზიტის დროს, ასევე, გაიმართა სპორტული სახეობა „საყებურთის“ (ქართველ ებრაელთა ტრადიციული სპორტული სახეობა, რომელსაც  რაჭაში მისდევდნენ) 2017 წლის ტურნირში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი. მასპინძლებმა საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად, დაძმობილებული ქ.ქ. ბეერ-შევასა და ონის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები დასახეს.

 

 
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი ისრაელის სახელმწიფოში
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ