ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „Sparkpro“-ს წარმომადგენლები საელჩოს სტუმრობდნენ

 

ა. წ. 4 მაისს, კონსულმა ალექსანდრე ჯიშკარიანმა საელჩოში უმასპინძლა ისრაელურ არასამთავრობო ორგანიზაცია „Sparkpro“-ს აღმასრულებელ დირექტორს ბოაზ იარდენს და პროექტის მენეჯერს ვერა კორსონკისს. ორგანიზაცია „Sparkpro“-ს მისიაა, სხვადასხვა სახის საერთაშორისო სემინარებისა თუ კონფერენციების ორგანიზებით, ახალგაზრდებს შორის მულტიკულტურული დიალოგისთვის პლატფორმის შექმნა.   ასე მაგალითად:  „Sparkpro“-ს ორგანიზებით 2016 წლის ნოემბერში, ისრაელში სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ ახალგაზრდა ქართველი და ოსი ექიმები; 2017 წლის აპრილში, „Sparkpro“-ს თაოსნობით საქართველოში გაემგზავრა 22 ისრაელელი სტუდენტი სხვადასხვა სოციალურ სფეროებში დასაქმებულ ქართველ ახალგაზრდასთან გაცნობის მიზნით. ზემოხსენებულ შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ უახლოეს მომავალში, „Sparkpro“-ს ორგანიზებითა და გაერო-ს დაფინანსებით, იგეგმება ქართველი და აფხაზი ექიმების ერთობლივი ვიზიტი ისრაელში. საელჩოს სტუმრებმა, ასევე, გამოთქვეს სურვილი ქართულ მხარესთან ერთობლივი პროექტების განხორციელების კუთხით მუშაობის გაგრძელების თაობაზე. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ორგანიზაცია „Sparkpro“-სა და საქართველოს საელჩოს შორის, თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, კვლავაც გაგრძელდება მჭიდრო კონტაქტები

 

 

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ