ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ავრაამ კანის გამოფენა ქ. თელ-ავივში

ამა წლის 8 ივნისს, ქ. თელ-ავივში, სამხატვრო გალერეა „ჯინას“  მთავარ საგამოფენო დარბაზში, ისრაელში საქართველოს საელჩოს პატრონაჟით, გაიხსნა თანამედროვე სამხატვრო პრიმიტივისტული მიმდინარეობის, საერთაშორისო დონეზე აღიარებული ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის, ისრაელელი მხატვრის, ავრაამ კანის (ვაჟა მალაყმაძე) პერსონალური გამოფენა. ღონისძიება, რომელსაც  ესწრებოდნენ თელ-ავივის სახელოვნებო სფეროს ცნობილი წარმომადგენლები, მისასალმებელი სიტყვით გახსნა გალერეა „ჯინას“ მფლობელმა და გენერალურმა დირექტორმა, ბატონმა დან ს. ჩილმა.  დამსწრეთ სიტყვით, ასევე, მიმართა  საქართველოს ელჩმა ბატონმა პაატა კალანდაძემ. მან ისრაელის საამაყო მხატვარსა და ჩვენს ღირსეულ თანამემამულეს წარმატებები უსურვა შემოქმედებით და პირად ცხოვრებაში. 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ