ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ისრაელელი ხელოვანის „თბილისური სიზმარი“ და ცრემლნარევი „მე და ღამე“

ამა წლის 15 ივნის, ქ. ჰერცილია-პიტუახის „ხელოვნებისა და კულტურის ცენტრში“, საქართველოს საელჩოს პატრონაჟითა და მხარდაჭერით, ისრაელელი ფოტოხელოვანი ხედვა როკახის ფოტოგამოფენა და მისი ალბომის - „თბილისური ზღაპარი“ წარდგენა გაიმართა. აღნიშნული საღამო წარმოადგენდა საქართველოსა და ისრაელის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა სერიის ერთ მნიშვნელოვან ნაწილს. „თბილისური ზღაპარი“ ხედვა როკახის საქართველოსადმი მიძღვნილი და მის მიმართ უსაზღვრო სიყვარულით გაჟღენთილი უკვე მეორე წიგნია.  პირველი, სახელწოდებით „შემოდგომის თბილისი“ დაიბეჭდა 2009 წელს, საქართველოში მისი პირველი ვიზიტის (2007-2009) შემდეგ. მისასალმებლად მიგვაჩნია ის ფაქტი, რომ ხსენებულ საღამოზე მომხსენებელი მეცნიერები და ხელოვანები საქართველოს განიხილავდნენ არა ერთი კონკრეტული ქვეყნის (ამ შემთხვევაში ისრაელის), არამედ მსოფლიო თანამედროვე კულტუროლოგიის ჭრილში. განსაკუთრებით საინტერესო გახლდათ ხსენებული ალბომის წარდგენაზე მოწვეული ისრაელელი ისტორიკოსის, დოქტორ ბოაზ ბარზილაის პოპულარულ სამეცნიერო ენაზე მოწოდებული, სრულიად ახალი მიგნებები საქართველო-ისრაელის ისტორიულ კავშირებზე, რომელიც შესაძლებელია, ბევრად აღემატებოდეს ქართველებისა და ებრაელების თანაცხოვრების სრულიად უნიკალურ და საქვეყნოდ აღიარებულ 26 საუკუნეს. საღამოზე ნაჩვენები გახლდათ ხედავ როკახის საქართველოში მოგზაურობების ამსახველი ვიდეოფილმი, რომელიც ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონის კადრებით დაიწყო, ქართველ კლასიკოს მწერალთა ცხოვრებისა და შემოქმედების მოკლე მიმოხილვით გაგრძელდა და გალაკტიონ ტაბიძის ლექსის - „მე და ღამე“ ივრითულ ენაზე ხედვა როკახისეული შესრულებით და ჩვენი ქვეყნისადმი დიდი ემოციებითა და გულწრფელი სიყვარულით გაჯერებული ცრემლებით დაგვირგვინდა. გულთბილი და საქმიანი გახლდათ საქართველოს ელჩის, პაატა კალანდაძის გამოსვლა ხსენებულ საღამოზე, რომელიც ხ. როკახის მოღვაწეობის შეფასების გარდა, საქართველო-ისრაელის 25 წლიანი დიპლომატიური ურთიერთობების მოკლე ისტორიულ მიმოხილვას და მიმდინარე წარმატებული პროცესების - დიპლომატიური, ტურიზმის, კულტურის, განათლების და ა.შ. კუთხით, კონკრეტულ მაგალითებს მოიცავდა. 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ