ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველო-ისრაელის საპარლამენტო თანამშრომლობა კიდევ უფრო ღრმავდება

ამა წლის 19 ივნისს, ისრაელის სახელმწიფოს „ქნესეთში“ გაიმართა საქართველოს პარლამენტის გენერალური მდივნის (აპარატის უფროსი), ბატონ ნიკოლოზ ნათენაძის სამუშაო შეხვედრები. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლის მასპინძლები გახლდნენ „ქნესეთის“ გენერალური დირექტორი ბატონი ალბერტ სახაროვიჩი და გენერალური მდივანი ქალბატონი იარდენა მელერ-ჰოროვიცი. ხსენებული ვიზიტის ფარგლებში, ასევე, გაიმართა შეხვედრა ისრაელის სახელმწიფოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს სხვადასხვა სამსახურის ხელმძღვანელებთანაც. ამავე დღეს, სამუშაო ლანჩზე, ბატონ ნ. ნათენაძეს უმასპინძლა „ქნესეთის“ საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარემ, „ქნესეთის“ ვიცე-სპიკერმა ბატონი ხ. ბარმა.

 

ზემოხსენებული ვიზიტი მხარეებმა,  ორი ქვეყნის თანამშრომლობის მიმართულებით გაკეთებულ,  კიდევ ერთ წინგადადგმულ ნაბიჯად შეაფასეს. 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ