ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს ელჩი „ისრაელის ხმის“ სტუმარია

ამა წლის 21 ივნისს, საქართველოს ელჩი, ბატონი პაატა კალანდაძე მოწვეული გახლდათ რადიოსადგურ „ისრაელის ხმის“ პოპულარულ რუსულენოვან გადაცემაში „მრგვალი მაგიდა“. აღნიშნული გადაცემა, რომელიც თითქმის ერთი საათი გაგრძელდა, მთლიანად საქართველოს მიეძღვნა. მასპინძლებს წარმოადგენდნენ ისრაელის რუსულენოვანი ჟურნალისტების ასოციაციის წევრები: ბატონი ზვი ზილბერი (ხსენებული გადაცემის წამყვანი) და ბატონი სერგეი პოდრაჟანსკი. გადაცემა უაღრესად პოზიტიურ ატმოსფეროში წარიმართა. იგი გაჯერებული იყო იმ დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით, რომელიც ისრაელელ ჟურნალისტებს საქართველოში მოგზაურობიდან სამშობლოში გამოჰყვათ. აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტთა ამ ჯგუფის ათდღიანი ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში უზრუნველყვეს საქართველოს ეროვნული ტურიზმის ადმინისტრაციამ და  საქართველოს საელჩომ ისრაელში. აღნიშნული ტურის დროს ისრაელელ ჟურნალისტებს საშუალება მიეცათ საფუძვლიანად დაეთვალიერებინათ საქართველოს მთავარი ღირსშესანიშნაობები და ზიარებოდნენ  საქართველოს წარმტაც ბუნებას. თბილისში ჟურნალისტები ეწვივნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, სადაც მათ მასპინძლობა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბატონმა დავით ზალკალიანმა გაუწია. რადიოგადაცემის დროს საქართველოს ელჩმა დადებითად შეაფასა ისრაელელი ჟურნალისტების საქართველოში მოგზაურობის იდეა, ხაზი გაუსვა რა მედიის განსაკუთრებულ როლზე ორი ქვეყნის ურთიერთობათა გაღრმავების საქმეში. 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ