ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ელისო ბოლქვაძე - ებრაული ,,ჰასბარას'' ქართული ახსნა

ამა წლის 27, ივნისს, იერუსალიმში, მენახემ ბეგინის კულტურული მემკვიდრეობის ცენტრში, საზოგადოება „ებრაული სახლის“ ინიციატივითა და ისრაელის „ქნესეთის“ მხარდაჭერით გაიმართა პროგრამა „ჰასბარას“ პირველი ღონისძიება, რომელიც ებრაელთა და ქართველთა მრავალსაუკუნოვან კეთილ თანაარსებობას და ისრაელსა და საქართველოს შორის 25 წლიან მჭიდრო დიპლომატიურ ურთიერთობას მიეძღვნა. საღამოს უძღვებოდა „ებრაული სახლის“ დამაარსებელი და „ისრაელი-საქართველოს ბიზნეს პალატის“ თავჯდომარე იციკ მოშე. ფორუმს ესწრებოდნენ და მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ისრაელის „ქნესეთის“ ვიცე-სპიკერმა, საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა ხილიკ ბარმა, „ქნესეთში“ სამთავრობო კოალიციის ხელმძღვანელმა დავიდ ბიტანმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა. ნაჩვენები იყო „ებრაული სახლის“ მოღვაწეობის ამსახველი ვიდეორგოლი და დოკუმენტური მასალა, რომელიც ევროსაბჭოს დაფინანსებული პროექტის - „ებრაული მემკვიდრეობის კვლევა საქართველოში“ შინაარსსა და მნიშვნელობას ასახავდა. „ჰასბარას“ (რომელიც ქართულად ითარგმნება, როგორც „ახსნა“) დამაგვირგვინებელი აკორდი გახლდათ გამოჩენილი ქართველი მუსიკოსის, „იუნესკოს“ მშვიდობის ელჩის, მსოფლიოში აღიარებული პიანისტის, ელისო ბოლქვაძის სცენაზე გამოჩენა. ელისო ბოლქვაძის მიერ ვირტუოზულად შესრულებული შუბერტის, პროკოფიევის, სონისა და შალომ ალეიხემის ნაწარმოებები დამსწრე საზოგადოებამ მქუხარე ტაშითა და ხანგრძლივი ოვაციებით დაასაჩუქრა. ორი ქვეყნის ზეიმის დამსწრე და უშუალო მონაწილე გახლდათ საქართველოს საელჩო, რომელმაც სრულად გაიზიარა ებრაელი მეგობრების გუშინდელი პათოსი და ღირსეულად იამაყა ქართველი შემსრულებლის ტრიუმფით. 

 
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი ისრაელის სახელმწიფოში
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ