ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაციის ვიზიტი

ა.წ. 2-4 ივლისს ისრაელს სამუშაო ვიზიტად ეწვია საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაცია სააგენტოს თავმჯდომარის, ზაზა ვაშაყმაძის ხელმძღვანელობით. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიოდნენ სააგენტოს თანამშრომლები, დავით დავითაშვილი, სერგო ფარულავა და საქართველოს ებრაელთა კავშირის წარმომადგენლები ედუარდ პალაგაშვილი და მერაბ ჩანჩალაშვილი. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები ისრაელის საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებში. საქართველოს დელეგაციას მიეცა შესაძლებლობა დეტალურად გაცნობოდა სახელმწიფოსა და სხვადასხვა რელიგიურ კონფესიებს შორის არსებული თანამშრომლობის ისრაელურ მოდელს და ისრაელის საუკეთესო გამოცდილებას ამ სფეროში, ასევე ინტერ-რელიგიური საბჭოსა  და რელიგიური სასამართლოების საქმიანობის სპეციფიკას. ქართულმა დელეგაციამ ისრაელურ მხარეს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში რელიგიათაშორისი საბჭოსა და რელიგიის საკითხთა სააგენტოს საქმიანობის შესახებ. მხრეებმა ასევე განიხილეს რელიგიათაშორისი დიალოგის წარმართვისა და სახელმწიფოსა და რელიგიურ გაერთიანებებს შორის ურთიერთობების კონტექსტში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები. აღსანიშნავია, რომ სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები იერუსალიმის ბერძენ მართმადიდებელ პატრიარქთან, თეოფილოს III-თან და გოდების კედლისა და ისრაელის წმინდა ადგილების მთავარ რაბინთან, შმუელ რაბინოვიჩთან. აღნიშნული შეხვედრები თბილ და მეგობრულ ატმოსფეროში წარიმართა.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ