ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

იერუსალიმში ეთერ დანიელოვი-მოძღვრიშვილის პერსონალური გამოფენა გაიმართა

ამა წლის 12 ივლისს, ქ. იერუსალიმის ხელოვნების სახლში გაიმართა ისრაელში უკვე კარგად ცნობილი, ქართველი ებრაელი ხელოვანის ესთერ მოდის (ეთერ დანიელოვი-მოძრვრიშვილი) ნახატებისა და კერამიკული ნამუშევრების პერსონალური გამოფენა. ქალბატონი ეთერი ოჯახთან ერთად (მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი) საქართველოდან ისრაელში 1993 წელს ამოვიდა. სპეციალობით იგი მუსიკოსი გახლავთ. ფერწერა შეისწავლა ისრაელში, პეტერბურგელი მხატვრის კერძო სკოლაში, რის შემდეგაც ისრაელის სახელმწიფო მუზეუმში გაიარა კერამიკის შემსწავლელი კურსები. ქალბატონი ესთერი დღემდე აქტიურად მონაწილეობს ისრაელის მხატვართა გამოფენებში, მართავს პერსონალურ გამოფენებს და, როგორც „თვითმყობად“ და „განსხვავებული ხელწერის“ მხატვარს, მიღებული აქვს ისრაელის სამხატვრო გილდიის არაერთი სერიოზული ჯილდო და დიპლომი. მისი შემოქმედებიდან განსაკუთრებით პოპულარულია იუდაიზმის თემაზე  შექმნილი ნაწარმოებები და პეიზაჟები. საქართველოს საელჩო გულწრფელად იზიარებს ქალბატონი ესთერის აღიარებასა და წარმატებას და უსურვებს წინსვლას შემოქმედებით არეალზე.  

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ