ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ისრაელის მოსახლეობის, იმიგრაციისა და საზღვრის დაცვის სამსახურისა და ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს ერთობლივი განცხადება

ისრაელში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ!

საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ისრაელში იმყოფებიან არალეგალურად ან  მოითხოვეს თავშესაფარი და სურთ საქართველოში ნებაყოფლობით დაბრუნება, ისრაელის მოსახლეობის, იმიგრაციისა და საზღვრის დაცვის სამსახური საქართველოს საელჩოსთან ერთად ასეთ მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას ღირსეულად და ნებაყოფლობით დაბრუნდნენ სამშობლოში, რაშიც მათ გაეწევათ შესაბამისი დახმარება.

 

საქართველოში ნებაყოფლობით დაბრუნების მსურველმა მოქალაქეებმა .. 24 ივლისიდან 30 ოქტომბრამდე განცხადებით უნდა მიმართონ ისრაელის მოსახლეობის, იმიგრაციისა და საზღვრის დაცვის სამსახურს შემდეგ მისამართზე: მიცვა კადეშის ქუჩა 64, ბნეი ბრაკი, მოსახლეობის, იმიგრაციისა და საზღვრის დაცვის სამსახურის ნებაყოფლობითი დაბრუნების დეპარტამენტი (სამუშაო საათები: 08:00-15:00, ტელ: 036982058, 036982059 და 036982061),  ან ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოს  ტელ: 036093206, ელექტრონული ფოსტა: israel.cons@mfa.gov.ge;  

იმ მოქალაქეებს, ვინც აღნიშნული ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში ნებაყოფლობით დაბრუნდება საქართველოში:

-         ისრაელის სახელმწიფოში შემოსვლაზე შეზღუდვა დაუწესდებათ მხოლოდ 1 წლის ვადით, რომლის გასვლის შემდეგ მათ შეეძლებათ კვლავ ეწვიონ ისრაელს როგორც ტურისტებს, შესაბამისი ვიზით ანშრომითი მიგრაციის შესახებ ხელშეკრულებისფარგლებში მიღებული სპეციალური სამუშაო ვიზით, მას შემდეგ რაც მხარეები მიაღწევენ შეთანხმებას და ხელს მოაწერენ აღნიშნულ ხელშეკრულებას;

 -         საქართველოში გასამგზავრებელ ავიაბილეთებს აუნაზღაურებს ისრაელის მოსახლეობის, იმიგრაციისა და საზღვრის დაცვის სამსახური;

-         მიეცემათ შესაძლებლობა საქართველოში დაბრუნების შემდეგ ჩაერთონ რეინტაგრაციის პროგრამებში (აღნიშნულის თაობაზე დამატებით იხ.: http://israel.mfa.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=1688).  

დამატებითი ინფომრაციისათვის დაუკავშირდით ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურს, ტელ: 036093206

ისრაელში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მოგმართავთ თხოვნით მაქსიმალურად შეუწყოთ ხელი ზემოხსენებული ინფორმაციის გავრცელებას დაინტერესებულ საქართველოს მოქალაქეებისათვის! ​

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ