ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

მიხეილ ჯანელიძე - ვიცე პრეზიდენტ მაიკ პენსის ვიზიტი, აშშ-ს მხარდაჭერის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია

ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც აშშ-ს ვიცე პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტს და შეერთებული შტატების საქართველოსადმი მხარდაჭერას გამოეხმაურა. როგორც მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, აშშ-ს ასეთი მაღალი დონის მხარდაჭერა განპირობებულია საქართველოს მთავრობის ერთგულებით საერთო ღირებულებებისადმი როგორიცაა, დემოკრატია და ადამიანის უფლებები.„პრეზიდენტ ტრამპის დავალებით, ამერიკის ვიცე პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში ახალი ადმინისტრაციის ხელისუფლებაში მოსვლიდან ხანმოკლე ვადაში ამ მხარდაჭერის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია. ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ვიცე პრეზიდენტის ტურნე ევროპაში, საქართველოსთან ერთად იმართება ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ესტონეთი და მონტენეგრო. ეს ნიშნავს, რომ საქართველო აშშ-ის მხრიდან აღიქმება , როგორც მტკიცე მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორი. ამაზე მეტყველებს ის გზავნილი, რომელიც გაჟღერდა ვიცე პრეზიდენტის მხრიდან, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები, საქართველო და მონტენეგრო არიან ამერიკის მოკავშირეები აღმოსავლეთ ევროპაში და ამერიკა არის და დარჩება ამ ქვეყნების გვერდით თავისუფლების დასაცავად. აღნიშნული ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ამერიკის ახალ ადმინისტრაციასა და საქართველოს მთავრობას შორის ჩამოყალიბებულ ძალიან კარგ ურთიერთგაგებას“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.საგარეო საქმეთა სამინისტროში დაგეგმილ ბრიფინგზე, მიხეილ ჯანელძემ ხაზი გაუსვა ქართველი და ამერიკელი ჯარისკაცების მონაწილეობით, წვრთნების „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის  მნიშვნელობას, რომელშიც რვა ქვეყანა იღებს მონაწილეობას. მინისტრის განცხადებით, ეს საქართველოს მიერ მსოფლიოს სტაბილურობაში შეტანილი მნიშვნელოვანი კონტრიბუციის აღიარებაა.„წვრთნები მიმართულია საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისკენ, პარტნიორებთან და ნატო-სთან მეტი თავსებადობისა და ინტეგრაციისკენ. ვიცე პრეზიდენტის მონაწილეობა კი, ამ კურსის მტკიცე მხარდაჭერის გამოხატულებაა“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ