ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

თუმანიშვილის თეატრის ტრიუმფი ისრაელში

ამა წლის 2 სექტემბერს, ისრაელის ქალაქ  ბეერ-შევას ხელოვნების ცენტრის მოწვევითა და ისრაელში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრმა,  „ფრინჯ-ფესტივალის” ფარგლებში, ბეერ-შევას თეატრალურ ცენტრში, საერთაშორისო აღიარების მქონე სპექტაკლი „მეფე ლირი“ წარმოადგინა.  სპექტაკლს, რომელშიც ლირის როლს ქართული თეატრისა და კინოს ვარსკვლავი ზურაბ ყიფშიძე ასრულებდა, ისრაელის სხვადასხვა ქალაქებიდან სპეციალურად ჩამოსული მაყურებელი დაესწრო და პიესის მონაწილეებთან ერთად სრულად გაიზიარა ბეერ-შევას სცენაზე დადგმული ჭეშმარიტი თეატრალური ზეიმი, რომელიც სპექტაკლის რეჟისორმა ზურაბ გეწაძემ და თუმანიშვილის თეატრის მთელმა შემოქმედებითმა ჯგუფმა იმ საღამოს მაყურებელს მოუწყო. ბეერ-შევას თეატრალური ცენტრის ხელმძღვანელობა აღფრთოვანებას გამოთქვამს ისრაელის სცენაზე „მეფე ლირის“ ტრიუმფალურ წარმოდგენასთან  დაკავშირებით და თუმანიშვილის თეატრთან  შემდგომ, აქტიურ თანამშრომლობაზე საუბრობს - ცნობილია, რომ ქ. ბეერ-შევის „ფრინჯის თეატრი“, ფესტივალი „საჩუქრის“ ფარგლებში, უკვე წელსვე აპირებს თბილისში ჩამოსვლას ამა წლის ნოემბერში. საქართველოს საელჩო მონაწილეა  თუმანიშვილის თეატრის დიდი წარმატებისა ბეერ-შევაში და მზადაა, შემდგომაც  დაუზოგავად იშუამდგომლოს ისრაელისა და საქართველოს კულტურული ურთიერთობების გაღვივებაში.  

აქვე, საელჩო კიდევ ერთხელ სარგებლობს შემთხვევით და გულითადად ულოცავს ქართველ შემოქმედებს წარმატებას!

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ