ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

„ერისიონის“ ისრაელური ტური ა.წ. ოქტომბერში გაიმართება

ამა წლის 3 სექტემბერს, სქართველოს ელჩმა ბატონმა პაატა კალანდაძემ ქ. თელ-ავივში მონაწილეობა მიიღო ისრაელის რუსულენოვანი მედიისთვის გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაში, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბერში, ცნობილი ქართული ანსამბლის „ერისიონის“ ისრაელში დაგეგმილ გასტროლებს მიეძღვნა.

პრესკონფერენციაზე, თავის სიტყვაში საქართველოს ელჩმა ისაუბრა საქართველოსა და ისრაელს შორის არსებულ მზარდ ორმხრივ ურთიერთობებზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ანსამბლ „ერისიონის“ პირველი გასტროლები ისრაელში საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილეს ეძღვნება. 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ