ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს ელჩი მსოფლიო ებრაული კონგრესის სამუშაო შეხვედრას დაესწრო

ამა წლის 3 სექტემბერს, საქართველოს ელჩი, ბატონი პაატა კალანდაძე დაესწრო მსოფლიო ებრაული კონგრესის და საერთაშორისო ურთიერთობების ისრაელის საბჭოს მიერ ქ. იერუსალიმში ორგანიზებულ სამუშაო საუზმეს, რომლის მთავარი სტუმარი ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი, მისი აღმატებულება ლინას ლინკევიჩიუსი გახლდათ. ღონისძიებას ესწრებოდნენ ისრაელის სხვადასხვა პოლიტიკურ-სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები (think-tanks), ჟურნალისტები და ისრაელში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები. ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა იქ მყოფთ,  საერთაშორისო ურთიერთობების თანამედროვე გამოწვევების ჭრილში, მისი სახელმწიფოს პერსპექტივები გააცნო. ხსენებულ შეხვედრაზე საქართველოს ელჩს შესაძლებლობა მიეცა, პირადად გასაუბრებოდა საქართველოს მეგობარი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს. 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ