ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველო და ისრაელი სპორტის სფეროში სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე საუბრობენ

აწ. 6 სექტემბერს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილემ ბატონმა რევაზ ჯაველიძემ, ისრაელის სახელმწიფოში ვიზიტის ფარგლებში, ქართული მხარის ინიციატივითა და საელჩოს ორგანიზებით შეხვედრა გამართა ისრაელის კულტურისა და სპორტის სამინისტროს გენერალურ დირექტორთან ბატონ იოსი შარაბისთან. შეხვედრაზე, მხარეებმა  ორ ქვეყანას შორის სპორტის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მათ შორის, სხვადასხვა სპორტულ სახეობებში ერთობლივი წვრთნების ორგანიზების, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობის კუთხით ისრაელის გამოცდილების გაზიარებისა და მხარეებს შორის უწყებრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები. 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ