ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ისრაელელი ახალგაზრდები გაცვლით პროგრამის ფარგლებში საქართველოს ესტუმრებიან

ამა წლის 19 სექტემბერს, საქართველოს ელჩმა ბატონმა პაატა კალანდაძემ  ისრაელის ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციის Sparkpro-ს ოცკაციან ჯგუფს უმასპინძლა. ხსენებული ორგანიზაცია ნაყოფიერად მუშაობს ისრაელისა და ევროპის ახალგაზრდა აქტივისტებსა და პროფესიონალებს შორის ურთიერთობების დამყარებაზე. ამ კუთხით Sparkpro აქტიურად თანამშრომლობს ქართულ მხარესთანაც - 2016 წლიდან დღემდე ხსენებული ორგანიზაციის ორი დიდი ჯგუფი უკვე იმყოფებოდა საქართველოში.

საელჩოში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა,  საქართველოს ელჩმა ახალგაზრდებს  საქართველოს დღევანდელობა გააცნო და მრავლისმომცველი ინფორმაცია მიაწოდა იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც დღეს საქართველო დგას. საუბრის დიდი ნაწილი დაეთმო ისრაელსა და საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებს. თავის მხრივ, სტუმრებმაც დაწვრილებით უამბეს ელჩს იმ ღონისძიებების თაობაზე, რომლის განხორციელებასაც აპირებენ ამ წლის ბოლოს, საქართველოში დაგეგმილი ვიზიტისას, რომლის მიზანიც ისრაელელი ახალგაზრდების მიერ მეგობარი ქვეყნის, საქართველოს შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვება და ქართველ თანატოლებთან პირადი კონტაქტების დამყარება გახლავთ.

აღნიშნული შეხვედრის დროს, რომლის ერთი ნაწილი კითხვა-პასუხს დაეთმო, სტუდენტებმა საქართველოს ელჩს საჩუქრად სამახსოვრო დაფა გადასცეს, ხოლო ბატონმა პაატა კალანდაძემ მათ, ჟურნალ „National Geographic“-ის მიერ საქართველოსადმი მიძღვნილი სპეციალური გამოცემადაურიგა და ახალგაზრდებს საქართველოში სასიამოვნო და ნაყოფიერი მოგზაურობა უსურვა.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ