ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს ელჩი სასწავლო კურსის ,,ახალგაზრდა დიპლომატები’’ დახურვის ცერემონიას დაესწრო

ა. წ. 25 სექტემბერს, საქართველოს ელჩმა ბ-ნმა პაატა კალანდაძემ მონაწილეობა მიიღო სასწავლო კურსის "ახალგაზრდა დიპლომატების“ დახურვის საზეიმო ცერემონიაში, რომლის ორგანიზატორები იყვნენ  ქ. რეხოვოთის მერია და „ისრაელის ახალგაზრდა ლიდერთა ცენტრი“. 

კურსდამთავრებულებთან ერთად ღონისძიებას ესწრებოდნენ მათი მშობლები, „ისრაელში დიპლომატთა კლუბის“ პრეზიდენტი ელჩი იცხაკ ელდანი,  ქ. რეხოვოთის მუნიციპალიტეტის და კომპანია "Radco“-ს  წარმომადგენლები.

საქართველოს ელჩის სტუმრობა განსაკუთრებით სასიხარულო იყო ახალგაზრდა დიპლომატებისთვის, რადგან ისინი კურსის ფარგლებში სასწავლო ვიზიტით, სწორედ საქართველოში იმყოფებოდნენ.

 სტუდენტებმა შეკრებილ საზოგადოებას წარუდგინეს მათ მიერ საქართველოში ახალგაზრდა ისრაელელი დიპლომატების თქმით, საქართველოში გამართული შეხვედრებიდან,  ყველაზე შთამბეჭდავი  საქართველოს პატრიარქთან შეხვედრა აღმოჩნდა.

მოწვეულმა სტუმრებმა სიტყვით გამოსვლისას, მათ შორის ბ-ნმა პაატა კალანდაძემ, ხაზი გაუსვეს, რომ ისრაელისა და საქართველოს ახალგაზრდა თაობებს შორის კავშირების გაძლიერება გახლავთ სწორედ ის მიმართულება, რომელიც ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობების მომავალში გაგრძელების საწინდარია.

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ