ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს ელჩმა ისრაელისა და საქართველოს ღვაწლმოსილ საზოგადო მოღვაწეს უმასპინძლა

ამა წლის 27 სექტემბერს, საქართველოს ელჩმა ბატონმა პაატა კალანდაძემ შეხვედრა გამართა ღვაწლმოსილ მეცნიერთან, პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწესთან, საქართველოს საპატიო მოქალაქესთან, ბატონ შალომ დავითთან (შალვა დავითაშვილი). ბატონ შალომს ისრაელში ამოსვლის დღიდან (გასული საუკუნის 70-იანი წლები) დიდი ღვაწლი მიუძღვის საქართველო-ისრაელის სამეცნიერო-კულტურული და პოლიტიკური ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში. ისრაელში იგი წლების განმავლობაში მუშაობდა სახელმწიფო სამსახურების არაერთ მაღალ თანამდებობაზე - გახლდათ ქალაქ ხულონის მერის მოადგილე და აღმასრულებელი საბჭოს წევრი. მის კალამს ეკუთვნის ცნობილი ხუთწიგნეული - „ებრაელი ხალხის ისტორია“. 

შეხვედრაზე საუბარი გაიმართა ისრაელი-საქართველოს სამეცნიერო-კულტურული ურთიერთობების გაღრმავებაზე სხვადასხვა მიმართულებების სამეცნიერო კონფერენციებისა და ფორუმების მოწყობის გზით საქართველოსა და ისრაელში. მხარეებმა, ასევე, ყურადღება გაამახვილეს ქალაქ ხულონში 2006 წელს დაარსებული რუსთაველის სახელობის მემორიალური სკვერის (პარკის) აღდგენასა და იქ დადგმული მემორიალური პედესტალის განახლებაზე. გამოითქვა სურვილი, რომ ეს მნიშვნელოვანი იდეა მიმდინარე წლის ბოლომდე განხორციელდეს.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ