ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ქართული ესტრადის ვარსკვლავებმა და „ერისიონმა“ აშდოდში ნამდვილი ზეიმი გამართეს

ამა წლის 8 ოქტომბერს, ქ. აშდოდში გაიმართა, უკვე ტრადიციად ქცეული, ქართული კულტურისადმი მიძღვნილი ზეიმი. ამჯერადაც ქართველ ებრაელ შემსრულებლებთან ერთად,  ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ქართული ესტრადის ვარსკვლავები. რაც მთავარია, სწორედ ამ კონცერტით გახსნა საქართველო-ისრაელის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავისადმი მიძღვნილი ტურნე ანსამბლმა „ერისიონმა“ და თავისი შესანიშნავი გამოსვლა მხურვალე და უწყვეტი აპლოდისმენტების თანხლებით ჩაატარა. „ერისიონი“ საკონცერტო ტურნე ისრაელის სხვადასხვა ქალაქებში 12 ოქტომბრამდე გაგრძელდება.  ზეიმის დაწყებამდე, დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა აშდოდის მერმა, ბატონმა იერიხ ლასრმა. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ კულტურულ ურთიერთობებს, რომელიც დღეს საქართველოსა და ისრაელს შორის ასე წარმატებით ვითარდება. კონცერტს სრული შემადგენლობით ესწრებოდა საქართველოს საელჩო.

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ