ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

„ეინ კერემ 2017“ მუსიკალური ფესტივალი „ურსას“ ჰანგებით გაიხსნა

წელს, 9 ოქტომბერს, იერუსალიმის მახლობლად, ისრაელის ერთ-ერთ უძველეს ისტორიულ ქალაქ ეინ კერემში,  თანამედროვე მუსიკის ფესტივალზე „ეინ კერემ 2017“ მთავარი საკონცერტო სცენა, ღია ცის ქვეშ, პოპულარულ ქართულ ანსამბლ „ურსას“ და ჩვენს საყვარელ მომღერლებს, ელენე კალანდაძეს და ნინო ბაშარულს დაეთმო. ქართული ანსამბლის  მონაწილეობა „ეინ კერემ 2017“ ფესტივალში, რომელიც წარმოადგენდა საქართველოსა და ისრაელს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ნაწილს, განხორციელდა ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საპატიო კონსულის ი. ამედისა და საქართველოს საელჩოს ინიციატივით. კონცერტი მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქართველოს ელჩმა ბატონმა პაატა კალანდაძე. მან კიდევ ერთხელ შეახსენა დამსწრე საზოგადოებას საქართველოსა და ისრაელს შორის ისტორიულად აღიარებული კეთილი ურთიერთდამოკიდებულება, ხაზი გაუსვა თანამშრომლობისა და ურთიერთობების დღევანდელ წარმატებულ ფაქტებს და მადლობა გადაუხადა საპატიო კონსულს გაწეული შრომისათვის. ანსამბლი „ურსას“ რეპერტუარი, რომელიც ქართული ხალხური და ქალაქური ნაწარმოებების  თანამედროვე მუსიკალურ ინტერპრეტაციებზეა აგებული, დამსწრე საზოგადოებამ უდიდესი აღფრთოვანებითა და მხურვალე აპლოდისმენტებით მიიღო. „ურსას“ მუსიკოსების მიერ ქართული ხალხური საცეკვაო მუსიკის ვირტუოზულმა შესრულებამ  მსმენელები ფეხზეც წამოაყენა და აცეკვა კიდეც. საქართველოს საელჩო მთელი შემადგენლობით დაესწრო „ეინ კერემ 2017“-ს და სრულად გაიზიარა ქართველი მუსიკოსების წარმატება.

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ