ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

„ერისიონის“ ტრიუმფალური სვლა ისრაელის მიწაზე

  საქართველოსა და ისრაელის დიპლომატიური ისტორიის მეოთხედი საუკუნე გუშინ, 2017 წლის 10 ოქტომბერს, ნამდვილი ტრიუმფით აღინიშნა თელ-ავივის ოპერაში   „საქართველოს საგანძურად“ აღიარებული,  ქართული ხალხური ცეკვისა და სიმღერის ღვაწლმოსილი ანსამბლის, „ერისიონის“ კონცერტით. საქართველოს საელჩოს ინიციატივით ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავისადმი მიძღვნილი ტურნე „ერისიონმა“ ისრაელის კიდევ რამდენიმე დიდ ქალაქში (ბეერ-შევა, აშდოდი) ჩაატარა და ყველგან მაყურებლისა და მსმენელის აღფრთოვანებული ოვაციების თანხლებით ააფრიალა სცენაზე ქართული დროშა.  „ერისიონი“, რომელმაც უკვე დიდი ხანია მსოფლიოს არაერთი სცენა დაიპყრო, ისრაელში პირველად იმყოფებოდა. თელ ავივის ოპერის ხალხით გადაჭედილი დარბაზი, ფეხზე დამდგარი, ერთნაირი აღფრთოვანებით უსმენდა ქართულ მრავალჟამიერს, ებრაულ „შალომ ისრაელსა“ და „ჰავანა გილას“.  სცენაზე სრულად იქნა წარმოდგენილი საქართველოს დიდ კულტურა და დამსწრე საზოგადოებამ ეს რეალური ფაქტი გულწრფელი ოვაციებითა და მხურვალე აპლოდისმენტებით დაადასტურა. ისინი საოცარი ემოციებით შეეგებნენ ანსამბლის დიდ მაესტროს ჯემალ ჭკუასელს, მის ვაჟს, არაჩვეულებრივ ლოტბარ ედიშერ ჭკუასელსა და ქალიშვილს, ქორეოგრაფ ეკატერინე ჭკუასელს. საქართველოს საელჩომ, თუ დარბაზში, თუ კულისებში, კონცერტის ტრიუმფალური დასრულების შემდეგ, უღრმესი მადლობა გადაუხადა ჩვენი ქვეყნის თვალსაჩინო მოამაგეებს - „ერისიონის“ თითოეულ წევრს სამშობლოს ასე ღირსეულად წარმოჩენისთვის და იმ სიამაყისთვის, რომლითაც ისინი ავსებენ ყველას, ვინც დღეს, ისრაელის მიწაზე საქართველოს წარმოადგენს. საქართველოს ელჩმა ბატონმა პაატა კალანდაძემ ეს დიდი ემოცია და სიხარული სრულად გამოხატა  „ერისიონისადმი“ მიძღვნილ  სამადლობელ სიტყვაში.

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ