ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ისრაელის პრეზიდენტს ბ-ნ რუვენ რივლინს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც ოფიციალური ვიზიტით ისრაელის სახელმწიფოში იმყოფება, ქვეყნის პრეზიდენტს - რუვენ რივლინს შეხვდა.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ისტორიულ და მჭიდრო მეგობრობაზე ისაუბრეს და თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

საუბარი შეეხო საქართველოსა და ისრაელში არსებულ ვითარებას, ასევე, უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა გამოწვევებთან გასამკლავებლად კოორდინირებული თანამშრომლობის მნიშვნელობა.რუვენ რივლინის თქმით, ისრაელის სახელმწიფო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მისივე შეფასებით, საქართველო საიმედო პარტნიორი და მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი ქვეყანაა გლობალური უსაფრთხოების საკითხებში.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს პარლამენტსა და ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესახებაც. როგორც აღინიშნა, ამ მიმართულებით, აქტიურად იმუშავებენ საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფები. გარდა ამისა, ხაზი გაესვა ხალხთაშორისი ურთიერთობისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობას.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ