ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ისრაელის სახელმწიფოში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა.

ვიზიტის ფარგლებში ბოლო შეხვედრა ირაკლი კობახიძემ იერუსალიმის მერთან, ნირ ბარკატთან გამართა.

შეხვედრაზე ურთიერთობის სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ქალაქებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ხალხთაშორისი ურთიერთობისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა.

პარლამენტის თავმჯდომარემ იერუსალიმის მერი საქართველოში მოიწვია.

✔ „ისრაელის სახელმწიფოში ძალიან საინტერესო ვიზიტი შედგა. გვქონდა მაღალი დონის შეხვედრები ისრაელის პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, ასევე, იერუსალიმის მერთან, სხვა მაღალ თანამდებობის პირებთან. ვისაუბრეთ თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებაზე და ვფიქრობთ, რომ არსებობს სერიოზული პერსპექტივა კიდევ უფრო გავაღრმავოთ ჩვენი ურთიერთობები სახელმწიფოებს შორის.

ვიზიტის ფარგლებში ბოლო შეხვედრა იერუსალიმის მერთან გავმართეთ, სადაც ქალაქებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე ვისაუბრეთ და იმედი გვაქვს, რომ ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ. ჩვენ, ასევე, ვთხოვეთ იერუსალიმის მერს, რომ ეწვიოს საქართველოს და იმედი გვაქვს, რომ ეს ვიზიტი შედგება, რაც იქნება ძალიან კარგი საფუძველი ქალაქებს შორის ურთიერთობების გაღრმავებისთვის“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეხვედრას ესწრებოდა ისრაელი-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თანა თავმჯდომარე ჰილიკ ბარი, რომლის თქმით, ქნესეთი ძალისხმევას არ დაიშურებს საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს, ასევე, თბილისსა და იერუსალიმს შორის ურთიერთობის გასაღრმავებლად. მისი განცხადებით, მეგობრობის ჯგუფი საქართველოს დეკემბერში ეწვევა.

✔ „ძალიან მოხარულები ვართ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის მასპინძლობით, მან ისრაელში ძალიან კარგი შთაბეჭდილება მოახდინა. ის ისრაელის კარგი მეგობარია. ეს იყო მიზეზი იმისა, რომ ბევრი მედია საშუალება დაინტერესდა მისი ვიზიტით. მოხარულები ვართ, რომ იყო აქტიური თანამშრომლობა ინვესტირების, ინოვაციების მიმართულებით. ვიზიტის მთავარი მიზანი იყო, გვენახა, როგორ ხდება თანამშრომლობა ქნესეთსა და საქართველოს პარლამენტს შორის. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ, და მოხარულები ვართ, რომ საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ, მუშაობს საქართველოს პარლამენტთან. ჩვენ დეკემბრის თვეში მოწვეულები ვართ საქართველოში, ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გასაღრმავებლად და ასევე, საქართველოში მიწვეულია იერუსალიმის მერი, თბილისში ისტორიული ვიზიტის განსახორციელებლად. ჩვენ ორი წლის წინ ვუმასპინძლეთ თბილისის მერს და ამ ვიზიტის ფარგლებში აქტიურად ვითანამშრომლეთ.

მოხარულები ვართ, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აქ იმყოფება, ეს ჩვენთვის დიდი პატივია. ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ ისრაელის ქნესეთში ყველა შესაძლო მიმართულებით ურთიერთობისა და თანამშრომლობის გასაღრმავებლად იერუსალიმსა და თბილისს, ისრაელის სახელმწიფოსა და საქართველოს შორის“,- განაცხადა ჰილიკ ბარმა.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ