ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ალექსანდე კორსანტიას ვირტუოზულმა შესრულებამ იერუსალიმის გული დაიპყრო

ისრაელის მუსიკალური საზოგადოება და საქართველოს საელჩო გუშინ, ამა წლის 1 ნოემბერს, საქართველოს კულტურის ზეობის კიდევ ერთი ღირსშესანიშნავი მოვლენის  მომსწრე გახლდათ. იერუსალიმის თეატრში ქართველმა ვირტუოზმა პიანისტმა ალექსანდრე კორსანტიამ მსოფლიოში აღიარებული მაესტრო ხენ ციმბალისტას დირიჟორობით, იერუსალიმის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად შოპენის „concerto no.2” შეასრულა და ისრაელის ყველაზე მომთხოვნი მსმენელი, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, გაოგნებული დატოვა.

საქართველოს ელჩი, ბატონი პაატა კალანდაძე, სარგებლობს რა ამ შემთხვევით, გულწრფელად ულოცავს ბატონ ალექსანდრეს მისთვის უკვე საკმაოდ ჩვეულ გამარჯვებას და სიამაყით აღნიშნავს, რომ ქართველი ვირტუოზის ზემოაღნიშნული კონცერტი გახდა 2017 წლის კიდევ ერთი შთამბეჭდავი მოვლენა, რომელმაც შეამკო  საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25-ე საიუბილეო წელი.  

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ