ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ანსამბლი "ეგარი" ანშლაგი და აღფრთოვანებული იერუსალიმის საზოგადოება

საქართველოსა და ისრაელის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავის აღნიშვნის ყველაზე მოსავლიანი პერიოდი მაინც 2017 წლის შემოდგომა გამოდგა - ქართული შემოდგომის დარად, დახუნძლული სახვადასხვა საიუბილეო ღონისძიებებით, რომლებზეც საქართველოს საელჩოს ინტერნეტ-გვერდიდან და სოციალური ქსელიდან ორი თვეა უკვე თითქმის ყოველდღიურად გესაუბრებით. და გუშინაც, ამა წლის 2 ნოემბერს, იერუსალიმში, ისრაელის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის „ოუდის“ მე - 18 სეზონის გახსნის პატივი ქართულ პოპულარულ ანსამბლ „ეგარი“-ს ერგო. გახსნის ცერემონიალზე, ფესტივალის სულისჩამდგმელმა და შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა ეფი ბენაიამ  მისასალმებელ სიტყვაში განსაკუთრებული ხაზი გაუსვა, უპირველესად, ხსენებული ფესტივალის საერთაშორისო მნიშვნელობას და იქვე ისაუბრა ქართველი და ებრაელი ხალხის უნიკალურ საუკუნოვან მეგობორულ თანაცხოვრებასა და მონათესავე ფესვებზე. ბატონის ე. ბენიას შემდეგ სიტყვა საქართველოს ელჩმა პაატა კალანდაძემ წარმოთქვა. მან განსაკუთრებული სიამაყით აღნიშნა ქართველი მუსიკოსების მიერ ფესტივალის გახსნის მნიშვნელობა და ის ფაქტი, რომ ეს შესანიშნავი მოვლენა ჰარმონიულად ერწყმის ისრაელისა და საქართველოს დიპლომატიური ურთიერობების მიმდინარე საიუბილეო მოვლენებს. ბატონი პაატა სცენაზე შეცვალა ისრაელის კულტურისა და სპორტის სამინისტროს გენერალურმა დირექტორმა იოსი შარაბმა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას გულწრფელად მიულოცა ფესტივალის გახსნა და უნიკალურ ქართულ პოლიფონიასთან ზიარების შესაძლებლობა. რაც შეეხება ანსამბლი „ეგარი“-ს ენით გამოუთქმელ წარმატებას იერუსალიმის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ, ჰენრი კროუნის აუდიტორიუმისა და იერუსალიმის თეატრის სცენაზე, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ დარბაზმა ქართველი მუსიკოსები რამდენჯერმე „ბისზე“  გამოიძახა, კონცერტის შემდეგ კი, კულისებთან ნამდვილი, ცოცხალი რიგი დააყენა ვირტუოზი მუსიკოსებისგან ავტოგრაფების ასაღებად.

 

საქართველოს საელჩო გულწრფელად ულოცავს „ეგარი“-ს ხელმძღვანელებს, მის თითოეულ მონაწილეს ტრიუმფალურ გამარჯვებას ისრაელის მიწაზე და მიაჩნია, რომ ყოველი ასეთი მოვლენა კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ორი ქვეყნის ურთიერთობების გაფართოებისა და გამტკიცების საქმეში.

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ