ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

„ცოცხალი წიგნები“ ებრაელ მეგობრებთან ერთად დიდი ქართველების კვალს ახარებენ

ქართველი და ებრაელის ხალხის მეგობრობისა და თანამშრომლობის  მართლაც რომ ოქროს შემოდგომა უდგას 2017 წელს ისრაელში საქართველოს საელჩოს. პოლიტიკის, კულტურის, ტურიზმისა თუ ეკონომიკის სფეროში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გამტკიცება-გაღრმავების კუთხით გაწეული შრომის ბრწყინვალე ნაყოფი გახლდათ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უკვე საერთაშორისო დონეზე აღიარებული პროექტის „ცოცხალი წიგნების“ დელეგაციის ვიზიტი ისრაელში. უნდა აღინიშნოს, რომ „ცოცხალი წიგნების“ მესვეურებმა ერთ წელიწადში შესძლეს პირდაპირი კავშირი დაემყარებინათ ცნობილ ისრაელელ მწერლებთან, ამირ ორთან, დიტი რონერთან, ლალი ციპი მიხაელთან, ასევე, ისრაელის წიგნის გამომცემლებთან და სერიოზულად დაეინტერესებინათ ისინი თანამედროვე ქართული ლიტერატურით. ხსენებულ  პროექტს ისრაელში წარმოადგენენ მისი ხელმძღვანელი ქეთევან დუმბაძე, პოეტები პაატა შამუგია, თეა თოფურია, ნიკა ჯორჯანელი, ალიკო შუღლაძე და მთარგმნელი დალილა გოგია.  თუმცა მათი უმრავლესობა საკმაოდ ხშირად მოგზაურობს უცხოეთში ლიტერატურულ ფესტივალებსა თუ კონფერენციებში მონაწილეობის მისაღებად, სწორედ მათ ხვდა წილად ბედნიერება, აღმოჩენილიყვნენ განსაკუთრებით ამაღლებულ გარემოსა და ვითარებაში. ისრაელში მათ სრულიად განსხვავებული ნიადაგი დახვდათ: აქ მათ საქართველოს საელჩოს თანამშრომლების გარდა ქართული კულტურისა და ლიტერატურის წიაღში ჩამოყალიბებული შესანიშნავი ქართველი ებრაელი ხელოვანები ელოდნენ. აქ მათ ქართველი ადამიანის ერთი-ერთი ყველაზე დიდი საფიცარი, ჯვრის მონასტერი ელოდა, რომლის კედლებში მრავალწლიანი აკრძალვების შემდეგ, ღირსეული ქართველი მოღვაწეების, საქართველოს საელჩოს და ქართველთა ნამდვილი მეგობრების დაჟინებული, თანმიმდევრული რუდუნებით, ქართული მრავალხმიანი საეკლესიო გალობის აჟღერება შესაძლებელი გახდა. „ქრისტეს დატირების“ საგალობლით შეეგება შოთა რუსთაველის ხატთან ქართველ მწერლებს ემიგრანტი ქართველი ქალების მგალობელთა გუნდი 2017 წლის 4 ნოემბერს. შესაძლებელი გახდა ისიც, რომ „ცოცხალი წიგნებისა“ და ადგილობრივ ქართველ ებრაელ ხელოვანთა - ნანა დვირის, ნუგზარ ჯანაშვილის, ედით ალონის, პაატა იოსებაშვილის და რობერტ ადარის ლიტერატურული დიალოგი სწორედ ჯვრის მონასტრის ბაღში ჩატარებულიყო და ამით ერთნაირი ბედნიერება ეგრძნო ქართველსაც, ებრაელსაც და მონასტრის მცველ იმ არაბ კაცსაც, რომელიც ტაძრის „უჩვეულო“ სტუმრებს ყავით უმასპინძლდებოდა. დღეს 6 ნოემბერს თელავივში, ლიტერატურულ კაფე „ჰენრიეტაში“ პროექტის „ცოცხალი წიგნების“ ხელმძღვანელი ქეთევან დუმბაძე და ისრაელელი გამომცემელი დავიდ გოტესმანი ხელს მოაწერენ ქართულ-ისრაელური ერთობლივი პოეტური კრებულის გამოცემის ხელშეკრულებას. ხვალ კი, 7 ნოემბერს, საქართველოს ელჩი ბატონი პაატა კალანდაძე საელჩოში უმასპინძლებს „ცოცხალი წიგნების“ დელეგაციას ისრაელში მათი საქმიანობის შესაჯამებლად, თანამშრომლობის პერსპექტივების განსახილველად და მომავალ შეხვედრამდე დასამშვიდობებლად. 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ