ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

სუხიშვილების ტრიუმფი თელავივში - მოვიდნენ, ნახეს, გაიმარჯვეს!

4 ნოემბერს სუხიშვილები ჩამოდიანო - ხმა დაირხა სრულიად ისრაელში და უკვე სამი თვით ადრე ერთ ბილეთისაც ვერ იშოვნიდი ვერცერთ ინტერნეტ სააგენტოსა თუ თეატრალურ სალაროში. პირველად კი არ არიან ისრაელში, არც მარტო ერთ ქალაქში  -  მთელი ქვეყნის მასშტაბით მართავენ კონცერტებს, და ვინც თელავივში, თავის დროზე, ბილეთი არ აიღო, იმან ვეღარც ბეერ-შევას, ვერც ჰაიფას და ვეღარც აშდოდის კონცერტებს მიუსწრო. გამოგიტყდებით, საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებიც  ბეწვზე გადავურჩით დაგვიანებულთა პერსპექტივას: გადავურჩით და თითქმის მთელი შემადგენლობით დავესწარით კონცერტს. თითქოს ვიცოდით, სად მივდიოდით, რის მოწმეებიც უნდა გავმხდარიყავით (არც ჩენ ვართ პირველად ისრაელში „სუხიშვილების“ ტრიუმფის მოწმე), მაგრამ, როგორც გენიალურთან მიმართებაში ხდება ხოლმე, ყველაფერი თავიდან დატრიალდა, ოღონდ ახალი აღფრთოვანებით, ახალი სიხარულით, გაათმაგებული სიამაყითა და  თვითკმაყოფილების გაასმაგებული გრძნობით. 6 ნოემბერს, თელ-ავივის „ეიჰალ ჰათარბუთის“ სცენაზე ძველი და უახლესი, ტრადიციული და ნოვატორული, კლასიკური და ავანგარდული  გენიალური ქართული როკვა ბრწყინავდა, როგორც სვეტი ჩვენი ქვეყნის დიდებისა და მარადიულობისა, მისი ბრწყინვალება კი, უშრეტი ენერგიით მარტო ჩვენ როდი გვმუხტავდა -  „უარეს“ დღეში „ეიჰალ ჰათარბუთის“  იმდღევანდელი მაყურებელი აღმოჩნდა, რომელმაც, ფაქტობრივად, ფეხზე დამდგარმა ტაშით დაიხეთქა ხელისგულები. საქართველოს საელჩო ქედს იხრის დიდი ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის ხსოვნის წინაშე, მადლობას სწირავს მათ საქართველოს საუკეთესო მხრიდან წარმოჩინებისათვის მთელ მსოფლიოში მაშინ, როცა საქართველო, როგორც დამოუკიდებელი სუბიექტი არც კი არსებობდა მსოფლიო რუკაზე; დიდი მადლობა მათი საქმის უბადლო გამგრძელებლებსა და გამვრცობებს, უმცროს ნინოსა და ილიკო სუხიშვილებს ყველა ადამიანში ბედნიერების „ქართული ფლუიდების“ გაღვივებისთვის. დიდი მადლობა ანსამბლის დიზაინერებს, მხატვრებს, უზადო ქართული გემოვნების სრული დემონსტრირებისათვის, ტექნიკოსებს და, რაც მთავარია, სასწაულმოქმედ მოცეკვავეებსა და მუსიკოსებეს, რომლებმაც დაარღვიეს გრავიტაციისა და მიზიდულობის ყველა აღიარებული თუ ჰიპოთეტური „კანონი“ და სასწაულებრივი თავისუფლებით ინავარდეს „ეიჰალ ჰათარბუთის“  საკონცერტო დარბაზის მთელ სივრცეში.

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ