ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ქართველი და ისრაელელი მეცნიერები თანამშრომლობის პირველ ნაბიჯებს დგამენ

ამა წლის 16 ნოემბერს, საქართველოს ელჩმა უმასპინძლა ისრაელის მოწინავე მასალების ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელს ბატონ მალხაზ ნანიკაშვილს, რომელმაც ბატონ ელჩს დაწვრილებით უამბო ამა წლის 6-7 ნოემბერს ისრაელის ბარ-ილანის უნივერსიტეტის ღვაწლმოსილ მეცნიერთა დელეგაციის საქართველოში ვიზიტის შესახებ. აღნიშნული დელეგაციის წევრები გახლდნენ ბარ-ილანის უნივერსიტეტის ნანო-ტექნოლოგიების და მოწინავე მასალების ინსტიტუტის დირექტორი, პროფ. იუვალ გარინი,  უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტის ხელმძღვანელი, პროფ. იციკ მასტაი, უნივერსიტეტის ბირთვული ფიზიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, პროფ. ამოს შარონი და უნივერსიტეტის ბიო-ინჟინერიის  ლაბორატორიის ხელძღვანელის ორით შეფი. ისრაელ მეცნიერთა ვიზიტი საქართველოს სამეცნიერო დაწესებულებებში დაგეგმილი და ორგანიზებული გახლდათ ბატონი მ. ნანიკაშვილის მიერ. მათი ორდღიანი დღის-წესრიგი, რომელიც საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდა, მოიცავდა შეხვედრებს როგორც საქართველოს მეცნიერებისა და განათლებისა სამინისტროს უმაღლეს ეშელონებთან, ისე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, უნივერსიტეტების (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას უნივერსიტეტი - „ილიაუნი“, თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტი და თავისუფალი-აგრარული უნივერსიტეტი), სამეცნიერო ცენტრებისა და ლაბორატორიების ხელმძღვანელებთან და მეცნიერ მუშაკებთან. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ერთობლივი, მრგვალი მაგიდის ტიპის შეხვედრები და სემინარები, მაგალითად, თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტში ისრაელელმა მკვლევარმა ჩაატარა ლექცია „ხირალური ნივთიერებების გამოყენების“ საკითხებზე. როგორც მოსალოდნელი იყო, ქართველი და ებრაელი მეცნიერების შეხვედრებმა დადებითი შედეგი გამოიღო: მოხდა ინფორმაციის გაცვლა ხსენებული ინსტიტუციების მიმდინარე პროგრამებისა და პროექტების შესახებ, განხილულ იქნა ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივები და რაც ძალზე მნიშვნელოვანია, გადაწყდა საქართველოს უნივერსიტეტებსა და ბარ-ილანის უნივერსიტეტს შორის სტუდენტთა და მკვლევარ მეცნიერთა გაცვლით პროგრამებზე. „დიდი მადლობა მალხაზ საქართველოში ჩვენი სამეცნიერო ვიზიტის ასეთ მაღალ დონეზე ორგანიზებისათვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევძლებთ თანამშრომლობას და ეს რაც შეიძლება მალე უნდა დავიწყოთ. ძალიან სასიამოვნო, საინტერესო და მოტივირებულ ხალხს შევხვდით. მჯერა, ჩვენს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობა ჩამოყალიბდება,“- წერს ვიზიტის შემდეგ პროფესორი იუვალ გარინი ბატონ მალხაზ ნანიკაშვილს. ზემოაღნიშნული შეთანხმებების მიმართ, პრაქტიკული ნაბიჯების განხორციელების საკითხები კიდევ უფრო დეტალურად იქნება განხილული მხარეებს შორის, 2018 წლის იანვრის პირველ ნახევარში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  ისრაელში დაგეგმილი ვიზიტისას.  

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ