ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს ელჩის, ბატონ პაატა კალანდაძის ინტერვიუ ისრაელური ჟურნალისთვის ,,ნოფშიმ’’

ა.წ. 4 დეკემბერს საქართველოს ელჩმა, ბ-ნმა პაატა კალანდაძემ ისრაელურ ჟურნალ "ნოფშიმ’’-ის ჟურნალისტს, ბ-ნ იაკოვ მაორს უმასპინძლა. ჟურნალი განკუთვნილია ისრაელში მცხოვრები მორწმუნე ებრაელებისთვის, თვეში 60 000-იანი ტირაჟით და ვრცელდება ისრაელის სახელმწიფოში არსებულ ყველა სინაგოგაში.

ინტერვიუში ბ-ნმა ელჩმა საქართველოს მრავალმხრივი ტურისტული პოტენციალის შესახებ  ისაუბრა და ჟურნალისტს გააცნო ის მიმართულებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ისრაელის მორწმუნე და ტრადიციული ებრაელი ტურისტების მოზიდვას საქართველოში.

აღნიშნული ინტერვიუ ჟურნალის უახლოეს ნომერში დაიბეჭდება და ვიმედოვნებთ, რომ ის კიდევ უფრო გააღვივებს  მორწმუნე იუდეველებში საქართველოში გამგზავრების სურვილს.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ