ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ცნობილი ისრაელელი პოეტის სტუმრობა საქართველოს საელჩოში

  ა.წ.  22 დეკემბერს საქართველოს ელჩმა, ბატონმა პაატა კალანდაძემ საელჩოში   ისრაელის სახელგანთქმულ მწერალსა და საზოგადო მოღვაწეს, ამოს ეტინგერს უმასპინძლა. ბატონი ამოსი გახლავთ ისრაელის ტელევიზიის დაარსებიდან დღემდე არაერთი პოპულარული თოქშოუს ავტორიცა და წამყვანიც, მათ შორის ყველაზე მწვავე პოლიტიკური თოქშოუებისაც. უშუალოდ მის სახელთანაა დაკავშირებული ისრაელის ეროვნული ტელევიზიის განვითარება, გახლავთ 30-მდე პოეტური და პროზაული კრებულის ავტორი, რომლებიც მსოფლიოს არაერთ ენაზეა თარგმნილი, მათ შორის ქართულ ენაზეც.

აღსანიშნავია, რომ ა. ეტინგერს მრავალი წლის პირადი თუ შემოქმედებითი ურთიერთობა აკავშირებს საქართველოსთან, თავს საქართველოსა და ქართველების დიდ მეგობრად მიიჩნევს, ამიტომ,  როგორც კი საქართველოში მისი ლექსების ახალი კრებული - "ჩემი ცხოვრების ყველა სიყვარული’’ გამოიცა, თავი მოვალედ ჩათვალა სიხარული საქართველოს ელჩისთვისაც გაეზიარებინა და მშვენიერი წიგნის გამოცემა საქართველოს საელჩოში - ისრაელის „ქართულ მიწაზეც“ ეზეიმა. საელჩოში სტუმრობისას ბატონმა ეტინგერმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა მისი კოლეგისა და მეგობრის, ცნობილი ქართველი  მწერლის, დათო ტურაშვილის მიმართ, რომლის უშუალო მონაწილეობითა და ინიციატივით გამოიცა ხსენებული კრებული.

საქართველოს ელჩმა გულითადი მადლობა გადაუხადა პოეტს ძვირფასი საჩუქრისათვის და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსგავსი ლიტერატურული კავშირები განსაკუთრებულ, ხშირ შემთხვევაში კი, გადამწყვეტ როლს ასრულებენ ორი ერის  ურთიერთობათა გამყარებაში ყველა სფეროსა თუ მიმართულებით. ამოს ეტინგერს თავისი ბიოგრაფიითა და შემოქმედებით ერთობ სერიოზული ადგილი უკავია ისრაელის ისტორიაში და ქართველო მკითხველისთვის განსაკუთრებით საინტერესო უნდა იყოს მისი ნაწარმოებები, ამიტომ, ბატონმა ელჩმა დასძინა, რომ უკვე დამყარებული კავშირები უნდა კიდევ უფრო გაღვივდეს და მომავალ ნაყოფიერ თანამშრომლობაში გადაიზარდოს.

საქართველოს ელჩი, ასევე, სარგებლობს შემთხვევით და მადლობას უხდის მწერალ დათო ტურაშვილს ქართულ-ისრაელური კულტურული ურთიერთობების საგანძურის ასეთი მშვენიერი შენაძენით გამდიდრებისათვის.

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ