ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

აშდოდის ბიზანტიური ქალაქი

ა.წ. 24 დეკემბერს საქართველოს ელჩი, ბ-ნი პაატა კალანდაძე იმყოფებოდა ქ. აშდოდში, სადაც მოინახულა არქეოლოგების მიერ ახლახანს აღმოჩენილი ბიზანტიური ქალაქი. ამ არქეოლოგიური გათხრების შედეგად დღის სინათლე იხილა 1500 წლოვანმა ქართული ეკლესიის (მონასტრის) იატაკის კარგად შემორჩენილმა ფრაგმენტებმა. მოზაიკაზე აღმოჩენილი უნიკალური წარწერა იუწყება, რომ ეკლესია მე-6 საუკუნეში ქართველმა ქრისტაინებმა ააგეს, რასაც მოწმობს წარწერაში გამოყენებული განსაკუთრებული კალენდარული სისტემა, რომელსაც ძველ საქართველოში იყენებდნენ.

არქეოლოგების აზრით, იატაკის მოზაიკა პეტრე იბერის მიმდევრების ეკლესიისაა. გამოჩენილმა ქართველმა მოღვაწემ პეტრე იბერმა, რომელიც ბეთლემში პირველი ქართული მონასტრის დამაარსებელია, ისტორიული წყაროების მიხედვით, თავისი სიცოცხლის უკანასკნელი წლები სწორედ აშდოდში გაატარა. მეცნიერთა მტკიცებით, ეკლესიის იატაკი დიდი კომპლექსის ნაწილია, რომლის სრული გათხრა დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდება.

 ქ. აშდოდში ელჩს მასპინძლობას უწევდნენ ისრაელის სიძველეების მართვის სამხრეთ რეგიონის ხელმძღვანელი, ბ-ნი პაბლო ქოენი და ამავე სამსახურის დასავლეთ ნეგევის არქეოლოგი, ბ-ნი განორ საარი.

 

 

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ