ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

„მე შენ მიყვარხარ საქართველო!“ - ამბობენ „ამიგურის“ მოხუცთა სახლში

მოხუცთა სახლი „ამიგური“ ისრაელში ქალაქ კირიათ ონოში მდებარეობს. თავიდან, იგი  ჰოლოკოსტიდან გადარჩენილ ებრაელებზე საზრუნავად გაიხსნა, ამჟამად კი, იქ, მსოფლიოს ყველა კუთხიდან ამუსული ის მოხუცი ებრაელები ბუდობენ, რომლებიც თავიანთი ქვეყნისგან განსაკუთრებულ მზრუნველობასა და ყურადღებას საჭიროებენ. აღსანიშნავია, რომ „ამიგურის“ ბინადარნი, მათზე მზრუნველი სახელმწიფოსა და მაღალპროფესიული კოლექტივის წყალობით, ყოველმხრივ სრულყოფილი, სისხლსავსე და საინტერესო  ცხოვრებას ეწევიან. გაიგეს, რომ ისრაელის საქართველოს საელჩოში მწერალი ნოდარ დუმბაძის ქალიშვილი მუშაობს და სახლის ხელმძღვანელობას სასწრაფოდ დაავალეს, ქალბატონ მანანასთან  ერთად ნოდარ დუმბაძის გახსენების საღამოს ორგანიზება. საქმეს სათავეში „ამიგურის“ მმართველი ირის ლოკშინი და ბიბლიოთეკარი ელენე რეზნიკოვა ჩაუდგნენ და 24 დეკემბერს, ქალბატონ მანანას, ნოდარ დუმბაძის საღამოზე წარსადგენად, „ამიგურის“ შეხვედრების დარბაზი ქართული წიგნების სტენდით, ნოდარ დუმბაძის პორტრეტითა და მისი ნაწარმოებებით გაწყობილი მაგიდით, ქართული ეთნოგრაფიული სუვენირების კუთხით და კედელზე გაკრული ტრანსპარანტით - „მე შენ მიყვარხარ საქართველო!“ - დახვდნენ. დარბაზში შემოსული თითოეული მსმენელი ქალბატონ მანანას პირადად ესალმებოდა და ნოდარ დუმბაძის ცხოვრებიდან მათთვის ცნობილ დეტალებს ახსენებდა. საღამო საკმაოდ ინფორმაციული და საინტერესო გალდათ: ქალბატონმა მანანამ გარდა იმისა, რომ აუდიტორიას ნოდარ დუმბაძის ცხოვრების ჯერაც უცნობ მომენტებზე უამბო, მწერლის ვებგვერდითაც ისარგებლა და დარბაზში დუმბაძის არქივიდან რჩეული ვიდეო-აუდიო მასალის ჩვენება და ფოტოების „სლაიდშოუ“ მოაწყო. და მიუხედევად ინფორმაციითა და ემოციებით გაჯერებული ორი საათისა, დარბაზიდან კითხვების ნაკადი არ წყდებოდა: 

„ მათ ყველაფერი იციან და კიდევ უფრო მეტი აინტერესებთ. ყველაფერი წაკითხული აქვთ, უყვართ, ეცინებათ, ეტირებათ და სიყვრულით აღნიშნავენ - მამას როგორ გავსო!  მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხიდან ისრაელის მოხუცებულთა ერთ სახლში შეკრებილი ეს განსაკუთრებული მკითხველი, ღიმილითა და ცრემლებით იხსენებს ნოდარ დუმბაძის გმირებს, მის ცხოვრებასა და შემოქმედებას. ეს არის მწერლის ძეგლიც, მემორიალიც და მარადისობის კანონიც!“ - ამბობს მანანა დუმბაძე

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ