ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს საელჩო დაბადების დღეს ულოცავს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს უწმინდესსა და უნეტარეს ილია II

ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს თანამშრომლები განსაკუთრებული გრძნობითა და ამაღლებული სულით ვეგებებით 4 იანვარს - ქართველი ერის მწყემსის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის, ცხუმ-აფხაზეთისა და  ბიჭვინთის მიტროპოლიტის უწმინდესისა და უნეტარეს ილია II დაბადების დღეს. აქ, ისრაელის წმინდა მიწაზე, სადაც მრავალი საუკუნის ავბედობის მიუხედავად, ჯერ კიდევ უხვადაა მიმობნეული საქართველოს დიადი წარსულის ნივთიერი თუ სულიერი სიმდიდრე, საელჩოს თანამშრომლებს, ჩვენს ოჯახებს, გვაძლიერებს  თქვენი ლოცვა-კურთხევა ჩვენი სამშობლოს ღირსეულ სიმაღლეზე წარმოსაჩენად. ჩვენ ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობთ თქვენდამი დიდ მოწიწებას საერთაშორისო წრეებში და ვამაყობთ თქვენი უსაზღვრო ავტორიტეტით. გვინდა დღეგრძელი იყოს თქვენი სიცოცხლე ჩვენი ქვეყნისა და ერის გასახარად! 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ