ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საერთაშორისო კონფერენცია „Israel Business Conference 2018“

2018 წლის 10-11 იანვარს, ქ. იერუსალიმში საინფორმაციო სააგენტოს „globes.co.il“ ორგანიზებით გაიმართა ყოველწლიური ღონისძიება „Israel Business Conference 2018“. აღნიშნულ კონფერენციაში ტრადიციულად მონაწილეობენ ისრაელის ხელისუფლების, ბიზნეს სექტორის, აგრეთვე ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები და მოწვეული ექსპერტები და ანალიტიკოსები. ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეები მსჯელობენ ისრაელის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესების თაობაზე, აგრეთვე განიხილავენ არსებული გამოწვევების დასაძლევად სავარაუდო გზებს. წლევანდელ კონფერენციაში, რომლის სახელწოდება გახლდათ „It’s complicated“, მონაწილოება მიიღო ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტმა რუვინ რივლინმა და ფინანსთა მინისტრმა მოშე კახლონმა. პრეზიდენტმა რივლინმა ისაუბრა ბოლო ათწლეულებში ისრაელის ეკონომიკის უპრეცედენტო განვითარებისა და ამ პროცესში მაღალი ტექნოლოგიების სექტორის წვლილის თაობაზე. ფინანსთა მინისტრმა მონაწილეებს მიაწოდა ზოგადი ინფორმაცია ქვეყნის 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი პრიორიტეტების თაობაზე. ამასთან, უპასუხა კითხვებს საგადასახადო სფეროში დაგეგმილი რეფორმების შესახებ. კონფერენციის ფარგლებში გაიმართა თემატური პანელები, ხოლო ღონისძიების მონაწილეებს, ჰქონდათ საშუალება ე.წ. „B2B“ შეხვედრებისთვის. 11 იანვარს, კონფერენციას დაესწრო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომელმაც ძირითადი ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში დაგეგმილ უპრეცედენტო საგადასახადო ცვლილებების თაობაზე, რაც ისრაელს მისცემს საშუალებას, ბიზნესის კეთების სიმარტივის მიხედვით, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ათეულში აღმოჩნდეს. საელჩოს მხრიდან ღონისძიებას დაესწრო დესპანი ბექა ჩხეიძე.  

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ