ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

შეხვედრა ნეგევის ბენ-გურიონის სახელობის უნივერსიტეტის აკადემიურ დირექტორთან

ა.წ. 4 თებერვალს, საქართველოს ელჩმა ბატონმა პაატა კალანდაძემ გამართა შეხვედრა  ნეგევის ბენ-გურიონის სახ. უნივერსიტეტის  აკადემიურ დირექტორთან, პროფესორ იანივ პორიასთან. აღნიშნულ უნივერსიტეტში ფუნქციონირებს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებული ფაკულტეტი,  რომელიც ამზადებს ტურისტული ინდუსტრიის სხვადასხვა  სპეციალისტებს. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ხსენებული სასწავლო დაწესებულებსა და მათ  ქართველ კოლეგებთან კავშირების დამყარების მიზანშეწონილობაზე, რაც ერთობლივი სამეცნიერო პროექტებისა და  სტუდენტების გაცვლითი პროგრამების განხორციელების საწინდარი გახდება. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოს ესტუმრება ნეგევის უნივერსიტეტის 30 სტუდენტი, რომლებიც გაეცნობიან საქართველოში ტურიზმის განვითარების საკითხებს და ამ მიზნით გამართავენ შეხვედრებს შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებში, ასევე, მოინახულებენ საქართველოს ტურისტულ ღირშესანიშნაობებს. ბატონმა პაატა კალანდაძემ პროფესორ იანივ პორიაა სრული მხარდაჭერა აღუთქვა დასახული გეგმების განხორციელებაში.   

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ