ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

შეხვედრა ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში

ა. წ. 5 თებერვალს, საქართველოს ელჩმა, ბატონმა პაატა კალანდაძემ მონაწილეობა მიიღო ისრაელის პრემიერ-მინისტრის და ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბატონ ბენიამინ ნეთანიაჰუს მიერ ისრაელში აკრედიტებული უცხო ქვეყნის დიპლომატებისთვის ორგანიზებულ შეხვედრაში.  აღნიშნული ღონისძიება  მიეძღვნა მეორე მსოფლიო ომის დროს სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატთა საქმიანობის ხსოვნას, რომელთა გამბედაობამ არაერთი ებრაელი გადაარჩინა სიკვდილს. პრემიერ-მინისტრის გამოსვლის შემდეგ მიწვეულ სტუმრებს საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ გამოფენას, რომელშიც წარმოდგენილი იყო დოკუმენტური ცნობები და ფოტომასალა სწორედ იმ  დიპლომატების შესახებ, რომელთა ამაგი ებრაელი ერის წინაშე ღირსეულად დაფასებულია ისრაელის სახელმწიფოს მიერ და მათ მინიჭებული აქვთ ტიტული “Rigtheous Among The Nations”. 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ