ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

გალა-მიღება თელ-ავივის პორტში

ა. წ. 5 თებერვალს ქ. თელ-ავივის პორტში ისრაელის კომპანია "Aviation Links’’-ის მიერ ჩატარდა გალა-მიღება, რომელიც ტრადიციულად წინ უძღვის საერთაშორისო  ტურისტული გამოფენის "IMTM’’-ის ოფიციალურ გახსნას. აღნიშნულ ღონისძიებაზე საპატიო სტუმრების რანგში მოწვეული იყვნენ მალტის ტურიზმის მინისტრი და საქართველოს ელჩი ისრაელის სახელმწიფოში, ბატონი პაატა კალანდაძე. მიღებას ესწრებოდა უამრავი ტურისტული კომპანია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის - საქართველოდან. კომპანია "Aviation Links’’-ის ორგანიზებული საღამო დიდი წარმატებით ჩატარდა. იქ მყოფ ტურიზმის სფეროში მოღვაწე ადამიანებს საშუალება მიეცათ საინტერესო და საქმიანი კონტაქტები დაემყარებინათ როგორც ისრაელელ, ასევე უცხოელ კოლეგებთან.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ