ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

შეხვედრა ტურისტული კომპანია ,,Topaz Tours“-ის ხელმძღვანელობასთან

ა.წ. 8 თებერვალს, საქართველოს ელჩი ბატონი პაატა კალანდაძე შეხვდა ისრაელური ტურისტული კომპანია "Topaz Tours“-ის დამაარსებელს და ხელმძღვანელს ბატონ აბრაამ ტოპაზს. აღნიშნულმა კომპანიამ, რომელიც დაარსდა 1974 წელს, დიდი ინტერესი გამოხატა საქართველოსთან ტურისტული თანამშრომლობის განვითარების კუთხით. ამასთან დაკავშირებით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ტურისტული ინდუსტრიის განვითარების დღევანდელობაზე და ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ისრაელიდან საქართველოში ტურისტთა რაოდენობის მატების ტენდენციას. საქართველოს ელჩმა და ბატონმა ტოპაზმა განიხილეს ერთობლივად გადასადგმელი ნაბიჯები, რომელიც ხელს შეუწყობს კომპანია "Topaz Tours“-ის დამკვიდრებას საქართველოს ტურისტულ ბაზარზე.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ