ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ქართული ლიტერატურის ისრაელელი ქომაგი

ამა წლის 8 თებერვალს, საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა ისრაელის ერთ-ერთი პოპულარული გამომცემლობა „ბახურბუქსის“ დამაარსებელთან, ბატონ იტაი ბახურთან. აღსანიშნავია, რომ ბატონი ი. ბახური უკვე რამდენჯერმეა ნამყოფი საქართველოში, შეყვარებულია საქართველოს წარმტაც ბუნებაზე და სერიოზულად სწავლობს ჩვენს კულტურას. ბატონი ი. ბახური საქართველოზე დაწერილი ორი მშვენიერი წიგნის ავტორიც გახლავთ, რომელთაგან ერთი, დაწერილი ისრაელელ ფოტოხელოვან ხედვა როკახთან ერთად, სათაურით - „ხედვა ისრაელიდან“, 2015 წელს ქართულ ენაზე ითარგმნა და საქართველოში გამოიცა. ზემოთ ხსენებული შეხვედრაც ქართულ-ებრაული ლიტერატურული ურთიერთობების განვითარების საკითხებს შეეხო. კერძოდ, მხარეებმა მიზნად დაისახეს ივრითზე ნათარგმნი ქართული ლიტერატურული კლასიკისა და საუკეთესო თანამედროვე ნაწარმოებების ანთოლოგიის შექმნა და ისრაელში გამოცემა. საქართველოს საელჩოსათვის დიდი პატივია ასეთ პროექტში მონაწილეობა. საშურ საქმეს საფუძველი ჩაეყარა. იმედი გვაქვს მალე იდეას ხორცი შეესხმება და წარმატებით დაგვირგვინდება.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ