ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

შეხვედრა „ისრაელში ქართული ხელოვნების ცენტრის“ წარმომადგენლებთან

ა.წ. 9 თებერვალს, საელჩოში გაიმართა შეხვედრა ისრაელის სახელმწიფოში ახლად დაფუძნებული ორგანიზაცია „ისრაელში ქართული ხელოვნების ცენტრის“ წარმომადგენლებთან - მარინა გელაშვილი, ციალა იოსებაშვილი, ირინა დევდარიანი, ზურაბ ბერიაშვილი და ზურაბ პოპიაშვილი.

შეხვედრაზე განხილულ იქნა ცენტრსა და საელჩოს შორის თანამშრომლობის საკითხები, ისრაელში ქართული კულტურის პოპულარიზაციის, ამასთან ისრაელში მსგავს პროფილურ ორგანიზაციებთან საერთო ძალისხმევით ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები.

შეხვედრაზე ისრაელში საქართველოს ელჩმა, ბატონმა პაატა კალანდაძემ აღნიშნა, რომ მსგავსი მიზნების მქონე ორგანიზაციის დაფუძნებასა და ფუნქციონირებას ისრაელის სახელმწიფოში უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს და საერთო ძალისხმევით ორი ქვეყნისა და ხალხისათვის მრავალი სასარგებლო პროექტის განხორციელება იქნება შესაძლებელი.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ