ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

განთავსების თარიღი: 2017-03-29 შეხვედრა ევროკომისიის პრეზიდენტთან

ისტორიული დღე ევროკავშირისა და საქართველოსთვის-ასე შეაფასეს ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის დიალოგის წარმატებით დასრულება. ბრიუსელში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს ევროკომისიის პრეზიდენტს შეხვდა და მას მადლობა გადაუხადა ვიზალიბერალიზაციის პროცესში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.

მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დღის წესრიგი განიხილეს და ხაზი გაუსვეს მიღწეულ შედეგს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ვიზალიბერალიზაციის ამოქმედება კიდევ ერთი დასტურია დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის პროცესში საქართველოს მთავრობის მიერ გაწეული ძალისხმევის აღიარების.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველომ გადადგა უდიდესი ნაბიჯი ევროპულ ოჯახში დასაბრუნებლად, ხოლო ევროკავშირმა თავის მხრივ დაადასტურა, რომ ევროპული არჩევანი კონკრეტული შედეგების მომტანია და რომ ევროკავშირი თავისი პრინციპებისა და დანაპირების ერთგულია.

ვრცლად...
განთავსების თარიღი: 2017-03-29 ქართველი მომღერლის ტრიუმფალური გასტროლები ისრაელში

დიდი წარმატებით დასრულდა თელ-ავივის საოპერო თეატრში შ. გუნოს ოპერა „ფაუსტის“ შესანიშნავი თანამედროვე ინსცენირება, რომელშიც მარგარიტას პარტიას ასრულებდა ქართველი მომღერალი თამარ ივერი.

ვრცლად...
განთავსების თარიღი: 2017-03-16 განთავსების თარიღი: 2017-03-09 განთავსების თარიღი: 2017-03-08 განთავსების თარიღი: 2017-03-06 განთავსების თარიღი: 2017-02-27 განთავსების თარიღი: 2017-02-22 განთავსების თარიღი: 2017-02-21 განთავსების თარიღი: 2017-02-17 განთავსების თარიღი: 2017-02-16
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ