ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ამა წლის 23 ნოემბერს ქ. იერუსალიმის მუსიკისა და ცეკვის აკადემიის სცენაზე კიდევ ერთხელ გაიჟღერა მსოფლიო სამუსიკო ხელოვნების დიდოსტატთა, გია ყანჩელისა და იოსებ ბარდანაშვილის შემოქმედებამ. მათი ნაწარმოებები კლარნეტისა და ფორტეპიანოსათვის, ვირტუოზულად შეასრულეს ცნობილმა მუსიკოსებმა, კლარნეტისტმა იულიან მილკინმა და პიანისტმა ვადიმ მონასტირსკიმ. კონცერტის მსმენელი გია ყანჩელისა და სოსო ბარდანაშვილის შემოქმედების მოყვარულთა და მაღალი სამუსიკო ხელოვნების უმკაცრეს პროფესიონალთა ნაკრებს წარმოადგენდა, რომელმაც სცენიდან გაჟღერებული „მეტამორფოზა“ (ს. ბარდანაშვილი) და „მუსიკა თეატრისა და კინოსათვის“ (გ. ყანჩელი) გულწრფელი „ბრავოთი“ და მხურვალე ოვაციებით დააჯილდოვა. საქართველოს საელჩო უღრმეს მადლობას უხდის ბატონ გიასა და ბატონ იოსებს მსოფლიოში ჩვენი კულტურის ასეთ სიმაღლეებზე წარმოჩენისთვის და საქართველოს სასახელოდ, ხანგრძლივ სიცოცხლეს და  შემოქმედებით წარმატებას უსურვებს. 

განთავსების თარიღი: 24.11.2017
 

შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა საქართველოში აგრარული დარგის გამოწვევებსა და კონკრეტულ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ისრაელის გამოცდილების გაზიარება და თანამშრომლობა თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობის, გაცვლითი სასწავლო პროგრამების განხორციელების და ერთობლივი სამეცნიერო კვლევების მიმართულებით.„ჩვენ გვინდა ისრაელსა და საქართველოს შორის სამეცნიერო-სასწავლო მიმართულებით თანამშრომლობა მემორანდუმის ფარგლებში განვახორციელოთ. ისრაელის სოფლის მეურნეობის კვლევით ორგანიზაციის, Volcani ცენტრის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, სწორედ ამ საკითხებზე ვიმსჯელეთ. ეს იქნება ერთობლივი კვლევები და სასწავლო პროექტები ვეტერინარიის, ფიტოსანიტარიისა და სურსათის უვნებლობის მიმართულებებით. ჩვენ ასევე ვგეგმავთ თანამშრომლობას იმერეთის რეგიონში სასათბურე კლასტერის განვითარების კუთხით, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიების მოწოდებით ისრაელის სხვადასხვა მსხვილი კომპანია მიიღებს მონაწილეობას“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციის წევრებმა შეხვედრა ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების პროგრამის „მაშავი“ ხელმძღვანელის მოადგილესთან,იუვალ ფუქსთან გამართეს.

განთავსების თარიღი: 24.11.2017
 

აშხაბადში ხელი მოეწერა ავღანეთიდან თურქმენეთის და სამხრეთ კავკასიის გავლით ევროპის მიმართულებით ახალი სატრანსპორტო დერეფნის „ლაპის ლაზულის“  შეთანხმებას.  დოკუმენტს ხელი მოაწერეს პროექტში ჩართული ქვეყნების - ავღანეთის, თურქმენეთის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის წარმომადგენლებმა. საქართველოს მხრიდან „ლაპის ლაზულის“ შეთანხმებას ხელი მოაწერა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ.  შეთანხმება ითვალისწინებს პროექტში ჩართულ ქვეყნებს შორის სატრანსპორტო ურთიერთობების ხელშეწყობას, რაც გულისხმობს ტვირთების და მგზავრების დაუბრკოლებელი გადაადგილების ხელშეწყობას, სატრანზიტო მოძრაობასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საკითხების და პროცედურების ჰარმონიზაციას და ა.შ.  საქართველოს ვიცე-პრემიერის შეფასებით ამ პროექტში ჩართულობით საქართველო გახდა კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო სატრანზიტო დერეფნის მონაწილე. „დღეს ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან მრავალმხრივ შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი. ავღანეთი, თურქმენეთი, აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი - ეს არიან  ქვეყნები, რომელთაც ახალ სატრანზიტო დერეფანს დაუდეს საფუძველი.  ეს გულისხმობს მეტი ტვირთის მოძრაობას ამ დერეფნის გავლით  და ახალ შესაძლებლობებს ჩვენი ქვეყნებისთვის,  საქართველოსთვის და რეგიონისთის. ეს არის ჩვენი პოლიტიკის  მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომ  საქართველო იყოს აქტიური მონაწილე რეგიონის სატრანზიტო პროექტების“- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.  მან ასევე დადებითად შეაფასა საქართველო-თურქმენეთის ორმხრივი თანამშრომლობა, რომელიც ბოლო პერიოდის განმალობაში დინამიურად ვითარდება  და ეფუძნება მრავალ საერთო ინტერესს, მათ შორის ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრობას, ასევე ეკონომიკური თანამშრომლობისა და სატრანზიტო შესაძლებლობების განვითარების მხრივ არსებულ დაინტერესებას.  აშხაბადში ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ ჯანელიძე შეხვდა კოლეგას, თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს, საგარეო საქმეთა მინისტრს რაშიდ მერედოვს. ასევე მონაწილეობა მიიღო ავღანეთის ეკონომიკური განვითარების საკითხზე საერთაშორისო კონფერენციაში. ​

განთავსების თარიღი: 17.11.2017
 

ამა წლის 16 ნოემბერს, საქართველოს ელჩმა უმასპინძლა ისრაელის მოწინავე მასალების ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელს ბატონ მალხაზ ნანიკაშვილს, რომელმაც ბატონ ელჩს დაწვრილებით უამბო ამა წლის 6-7 ნოემბერს ისრაელის ბარ-ილანის უნივერსიტეტის ღვაწლმოსილ მეცნიერთა დელეგაციის საქართველოში ვიზიტის შესახებ. აღნიშნული დელეგაციის წევრები გახლდნენ ბარ-ილანის უნივერსიტეტის ნანო-ტექნოლოგიების და მოწინავე მასალების ინსტიტუტის დირექტორი, პროფ. იუვალ გარინი,  უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტის ხელმძღვანელი, პროფ. იციკ მასტაი, უნივერსიტეტის ბირთვული ფიზიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, პროფ. ამოს შარონი და უნივერსიტეტის ბიო-ინჟინერიის  ლაბორატორიის ხელძღვანელის ორით შეფი. ისრაელ მეცნიერთა ვიზიტი საქართველოს სამეცნიერო დაწესებულებებში დაგეგმილი და ორგანიზებული გახლდათ ბატონი მ. ნანიკაშვილის მიერ. 

განთავსების თარიღი: 16.11.2017
 

მოგესალმებით,

ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი ხელისუფლების პირობებში ჩატარებული მორიგი დემოკრატიული არჩევნები, ამომრჩევლის მიერ გამოცხადებული უდიდესი ნდობა, გვანიჭებს მანდატს, შეუქცევადად განვაგრძოთ ჩვენს მიერ აღებული კურსი. მეტიც, გამოვაცხადოთ ცვლილებების ახალი ტალღა, რომელიც კიდევ უფრო უკეთ პასუხობს არსებულ გამოწვევებს და მოემსახურება ჩვენს უმთავრეს მიზანს - ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის უზრუნველყოფას და ქვეყნის სწრაფ განვითარებას. ამისთვის, ვგეგმავთ მთელი რიგი სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილებების განხორციელებას, რომელზეც ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობდა. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ დაგეგმილი ცვლილებები მოემსახურება მეტ პროგრესს, თანამედროვე სახელმწიფოსა და კიდევ უფრო მეტად მოქნილი სახელმწიფო აპარატის ჩამოყალიბებას, რაც თავისთავად, ადმინისტრაციული დანახარჯების მაქსიმალურ შემცირებას შეუწყობს ხელს. წარმოგიდგენთ ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებების პროექტს, რომლის მიხედვითაც იგეგმება მთავრობის სტრუქტურის ცვლილება და რომელსაც მოჰყვება შესაბამისი საკადრო გადაადგილებები შემდეგი მიმართულებებით:• ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უერთდება ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი;ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე ინიშნება დიმიტრი ქუმსიშვილი, რომელიც ინარჩუნებს პირველი ვიცე-პრემიერის სტატუსს და კოორდინაციას გაუწევს ეკონომიკური გუნდის მუშაობას.

 

განთავსების თარიღი: 14.11.2017
 

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2017 წლის 1 იანვრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით ისრაელიდან საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობამ 115,206 შეადგინა, რაც 30,453-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლზე. ვიზიტორთა რაოდენობის ზრდამ 35.9% შეადგინა. 

განთავსების თარიღი: 10.11.2017
 

გუშინ, 7 ნოემბერს, ისრაელში ახალი შემოქმედებითი მიღწევებისა და მომავალი წარმატებული თანამშრომლობის სურვილებით დავემშვიდობეთ  ისრაელელი მწერლებისა და ისრაელში ქართული დიასპორის მოწვევით ჩამოსულ თანამედროვე ქართველ მწერალთა ერთ ჯგუფს, რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პროექტის „ცოცხალი წიგნების“ ფარგლებში, ამა წლის 1–7 ნოემბერს, ქართული ლიტერატურის პროპაგანდის პროგრამით  შეხვედრებს მართავდა ისრაელელ კოლეგებთან და გამომცემლებთან. შეგახსენებთ, რომ „ცოცხალი წიგნების“ პროექტი, საქართველოს რეგიონებსა და მის გარეთ, უკვე მესამე წელია წარმატებით მიმდინარეობს და მისი 150-მდე მონაწილისგან შემდგარი მსოფლიოში ყველაზე სასურველი  „სამშვიდობო არმია“ თავად პოულობს ქართულ სიტყვას მონატრებულ, უცხოეთში სხვადასხვა მიზეზით გადახვეწილ ქართულ მრევლს. გასაკვირი არაა, რომ ყოველი ასეთი შეხვედრა შინ თუ გარეთ, განსაკუთრებით ამაღელვებელი და დაუვიწყარია.  

განთავსების თარიღი: 08.11.2017
 

4 ნოემბერს სუხიშვილები ჩამოდიანო - ხმა დაირხა სრულიად ისრაელში და უკვე სამი თვით ადრე ერთ ბილეთისაც ვერ იშოვნიდი ვერცერთ ინტერნეტ სააგენტოსა თუ თეატრალურ სალაროში. პირველად კი არ არიან ისრაელში, არც მარტო ერთ ქალაქში  -  მთელი ქვეყნის მასშტაბით მართავენ კონცერტებს, და ვინც თელავივში, თავის დროზე, ბილეთი არ აიღო, იმან ვეღარც ბეერ-შევას, ვერც ჰაიფას და ვეღარც აშდოდის კონცერტებს მიუსწრო. გამოგიტყდებით, საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებიც  ბეწვზე გადავურჩით დაგვიანებულთა პერსპექტივას: გადავურჩით და თითქმის მთელი შემადგენლობით დავესწარით კონცერტს. თითქოს ვიცოდით, სად მივდიოდით, რის მოწმეებიც უნდა გავმხდარიყავით (არც ჩენ ვართ პირველად ისრაელში „სუხიშვილების“ ტრიუმფის მოწმე), მაგრამ, როგორც გენიალურთან მიმართებაში ხდება ხოლმე, ყველაფერი თავიდან დატრიალდა, ოღონდ ახალი აღფრთოვანებით, ახალი სიხარულით, გაათმაგებული სიამაყითა და  თვითკმაყოფილების გაასმაგებული გრძნობით. 6 ნოემბერს, თელ-ავივის „ეიჰალ ჰათარბუთის“ სცენაზე ძველი და უახლესი, ტრადიციული და ნოვატორული, კლასიკური და ავანგარდული  გენიალური ქართული როკვა ბრწყინავდა, როგორც სვეტი ჩვენი ქვეყნის დიდებისა და მარადიულობისა, მისი ბრწყინვალება კი, უშრეტი ენერგიით მარტო ჩვენ როდი გვმუხტავდა -  „უარეს“ დღეში „ეიჰალ ჰათარბუთის“  იმდღევანდელი მაყურებელი აღმოჩნდა, რომელმაც, ფაქტობრივად, ფეხზე დამდგარმა ტაშით დაიხეთქა ხელისგულები.

განთავსების თარიღი: 07.11.2017
 

ქართველი და ებრაელის ხალხის მეგობრობისა და თანამშრომლობის  მართლაც რომ ოქროს შემოდგომა უდგას 2017 წელს ისრაელში საქართველოს საელჩოს. პოლიტიკის, კულტურის, ტურიზმისა თუ ეკონომიკის სფეროში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გამტკიცება-გაღრმავების კუთხით გაწეული შრომის ბრწყინვალე ნაყოფი გახლდათ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უკვე საერთაშორისო დონეზე აღიარებული პროექტის „ცოცხალი წიგნების“ დელეგაციის ვიზიტი ისრაელში. უნდა აღინიშნოს, რომ „ცოცხალი წიგნების“ მესვეურებმა ერთ წელიწადში შესძლეს პირდაპირი კავშირი დაემყარებინათ ცნობილ ისრაელელ მწერლებთან, ამირ ორთან, დიტი რონერთან, ლალი ციპი მიხაელთან, ასევე, ისრაელის წიგნის გამომცემლებთან და სერიოზულად დაეინტერესებინათ ისინი თანამედროვე ქართული ლიტერატურით. ხსენებულ  პროექტს ისრაელში წარმოადგენენ მისი ხელმძღვანელი ქეთევან დუმბაძე, პოეტები პაატა შამუგია, თეა თოფურია, ნიკა ჯორჯანელი, ალიკო შუღლაძე და მთარგმნელი დალილა გოგია.

განთავსების თარიღი: 06.11.2017
 

საქართველოსა და ისრაელის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავის აღნიშვნის ყველაზე მოსავლიანი პერიოდი მაინც 2017 წლის შემოდგომა გამოდგა - ქართული შემოდგომის დარად, დახუნძლული სახვადასხვა საიუბილეო ღონისძიებებით, რომლებზეც საქართველოს საელჩოს ინტერნეტ-გვერდიდან და სოციალური ქსელიდან ორი თვეა უკვე თითქმის ყოველდღიურად გესაუბრებით. და გუშინაც, ამა წლის 2 ნოემბერს, იერუსალიმში, ისრაელის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის „ოუდის“ მე - 18 სეზონის გახსნის პატივი ქართულ პოპულარულ ანსამბლ „ეგარი“-ს ერგო. გახსნის ცერემონიალზე, ფესტივალის სულისჩამდგმელმა და შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა ეფი ბენაიამ  მისასალმებელ სიტყვაში განსაკუთრებული ხაზი გაუსვა, უპირველესად, ხსენებული ფესტივალის საერთაშორისო მნიშვნელობას და იქვე ისაუბრა ქართველი და ებრაელი ხალხის უნიკალურ საუკუნოვან მეგობორულ თანაცხოვრებასა და მონათესავე ფესვებზე. ბატონის ე. ბენიას შემდეგ სიტყვა საქართველოს ელჩმა პაატა კალანდაძემ წარმოთქვა. მან განსაკუთრებული სიამაყით აღნიშნა ქართველი მუსიკოსების მიერ ფესტივალის გახსნის მნიშვნელობა და ის ფაქტი, რომ ეს შესანიშნავი მოვლენა ჰარმონიულად ერწყმის ისრაელისა და საქართველოს დიპლომატიური ურთიერობების მიმდინარე საიუბილეო მოვლენებს.

განთავსების თარიღი: 03.11.2017
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ