ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

სამგზავრო დოკუმენტების გაცემა

ინფორმაცია არასრულწლოვან პირებზე პასპორტის გაცემის შესახებ

არასრულწლოვან პირებზე საქართველოს მოქალაქის პასპორტი გასაცემად, სათანადო წესით შევსებულ და ხელმოწერით დამოწმებულ განცხადება-ანკეტასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტები :

ა) დაბადების მოწმობა (დედანი და ასლი). იმ შემთხვევაში თუ დოკუმენტი გაცემულია ისრაელის შესაბამისი ორგანოების მიერ, გთხოვთ აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგინოთ აპოსტილით დამოწმებული და ნათარგმნი ქართულ ენაზე.

ბ) პირადობის მოწმობა ანდა ვადაგასული პასპორტი (დედანი და ასლი), ასეთის არსებობის შემთხვევაში

გ) სამი ფერადი ბიომეტრულიფოტოსურათი ზომით 3,5X4,5 (ფოტოსურათი გადაღებული უნდა იყოს შესაბამის ასაკში, მინიმუმ 8 მეგაპიქსელიანი, თეთრ ფონზე გადაღებული სურათი, სადაც ფოტოს 80%-ს უნდა იკავებდეს სახის გამოსახულება). ასევე უნდა წარმოადგინოთ ციფრული ფორმით (CD დისკზე ჩაწერილი სურათი);

დ) მშობლების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები (პასპორტი და პირადობა) და მათი ასლები.

დ) მომსახურების საფასურის (65 აშშ დოლარი) გადახდის ქვითარი

ამას გარდა,

16-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, ერთ-ერთი მშობლის თანხმობა პასპორტის აღების შესახებ (თანხმობის ფორმა ივსება საელჩოს საკონსულო სამსახურში);

16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, ორივე მშობლის თანხმობა პასპორტის აღების შესახებ (თანხმობის ფორმა ივსება ტერიტორიულ სამსახურში. ამასთან იმ შემთხვევაში თუ ერთ-ერთი მშობელი იმყოფება საქართველოში წარმოდგენილ უნდა იქნეს სანოტარო აქტი - თანხმობა პასპორტის გაცემის თაობაზე);

პასპორტი გაიცემა სრულყოფილად საბუთების წარდგენის დღიდან ერთი თვის ვადაში.

სხვა დეტალების და გარემოებების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, უშუალოდ დაუკავშირდეთ საკონსულო სამსახურის თანამშრომელს.

 ინფორმაცია სრულწლოვან პირებზე პასპორტის გაცემის შესახებ

ინფორმაცია პასპორტის გაცემის შესახებ

საქართველოს მოქალაქემ პასპორტის მისაღებად, სათანადო წესით შევსებულ და ხელმოწერით დამოწმებულ განცხადება-ანკეტასთან ერთად (ფორმა # 1) უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

) მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები (პირადობის მოწმობა ანდა მისი ასლი, ასევე პასპორტი და მისი მხოლოდ იმ გვერდების ასლები, სადაც არის გამოსახული ფოტოსურათი.

) 6 ბიომეტრული ფოტოსურათი ზომით 3,5X4,5 (ფოტოსურათი გადაღებული უნდა იყოს შესაბამის ასაკში, ასევე უნდა წარმოადგინოთ (CD დისკზე ჩაწერილი სურათი).

დ) მომსახურების საფასურის გადახდის ქვითარი 130 აშშ  დოლარის ოდენობით

პასპორტი გაიცემა სრულყოფილად საბუთების წარდგენის დღიდან ერთი თვის ვადაში.

პასპორტი საქართველოს კუთვნილებაა და გაიცემა ნებისმიერი ასაკის საქართველოს მოქალაქეებზე მათი საქართველოდან გასვლის, საზღვარგარეთ გადაადგილების და საქართველოში შემოსვლის მიზნით.

სხვა დეტალების და გარემოებების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, უშუალოდ დაუკავშირდეთ საკონსულო სამსახურის თანამშრომელს.

პასპორტის შენახვისა და დანიშნულებისამებრ გამოყენებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება მის კანონიერ მფლობელს

 

ინფორმაცია საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაცემის შესახებ

 

 საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობა წარმოადგენს უცხოეთიდან საქართველოში დასაბრუნებელ დროებით სამგზავრო საბუთს, რომელიც გაიცემა  საქართველოში დაბრუნების მიზნით, ვადაგასული ან დაკარგული, ან მგზვარობისათვის უვარგისი (გაცვეთა, დაზიანება) პირადობის დამადასტურებელი სამგზავრო დოკუმენტის სანაცვლოდ.  დოკუმენტი გაიცემა 1 თვემდე ვადით.

 საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობა გაიცემა დაუყოვნებლივ თუ პირი წარმოადგენს:

ა) პირადობის მოწმობას ან/და ვადაგასული საქართველოს მოქალაქის პასპორტს;
ბ) საქართველოს ბინადრობის მოწმობას;
გ) მეზღვაურის წიგნაკს ან მფრინავის მოწმობას.

 საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობა გაიცემა განცხადების მომართვიდან არაუგვიანეს 45 დღისა, თუ პირი წარმოადგენს:

ა) სამხედრო ბილეთს ან მის ასლს;
ბ) მართვის მოწმობას ან მის ასლს;
გ) დაბადების მოწმობას ან მის ასლს;
დ) სახელწმიფო ორგანოს მიერ გაცემულ მოწმობას (ცნობას) ან მის ასლს;
ე) პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლს;
ვ) ტურისტული ჯგუფის ხელმძღვანელის წერილობითი დადასტურება პირის ვინაობის შესახებ;

ზ) საკონსულო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი

 საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაცემისასთვის საჭირო საბუთებთან ერთად საკონსულო სამსახურში იგზავნება შევსებული განცხადება-ანკეტა, ორი ფოტოსურათი და საკონსულო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი 35 აშშ დოლარი.

 არასრულწლოვან პირებზე საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაცემის, ასევე სხვა დეტალების და გარემოებების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, უშუალოდ დაუკავშირდეთ საკონსულო სამსახურის თანამშრომელს.

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ