ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების წესი

 

            უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც სურს იმავდროულად მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეობა, განცხადებით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს. განცხადება წარდგენილ უნდა იქნეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში  ან ადგილსამყოფელ სახელმწიფოში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა ან საქართველოს საკონსულო დაწესებულებაში.

საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მსურველმა უცხო ქვეყნის მოქალაქემ ისრაელის სახელმწიოში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურში  უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

1.      საქართველოს პრეზიდენტის სახელზე შდგენილი განცხადება;

2.      დაბადების მოწმობა;

3.      საქართველოს ორი მოქალაქის რეკომენდაცია, რეკომენდატორების პასპორტების ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობების ასლები;

4.      პირადობისა და მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი  –(იგულისხმება პასპორტის ასლი)

5.      4 (ოთხი) ფერადი ფოტოსურათი, ფოტო ასევე ჩაწერილი უნდა იყოს კომპაქტ დისკზე (СD-ზე);

6.      თუ მოქალაქეს შეცვლილი აქვს სახელი, გვარი, დაბადების თარიღი ან სხვა საიდენტიფიკაციო მონაცემი – აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი (სათანადო წესით ნათარგმნი და დამოწმებული);

7.      მოქალაქეობის საკითხის განხილვისათვის დაწესებული საფასურის (170 აშშ დოლარი) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის ანგარიშზე ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითარი ან მისი ასლი;

შენიშვნა: ნებისმიერი  წარმოდგენილი დოკუმენტი გარდა პასპორტისა, რომელიც შედგენილია უცხო ენაზე, უნდა წარმოადგინოთ ნათარგმნი და დამოწმებული დადგენილი წესით –  (იგულისხმება დოკუმენტის აპოსტილის წესით დამოწმება)

მოქალაქეს, რომელსაც უარი ეთქვა საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე, გადახდილი საფასური უკან არ უბრუნდება.

ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახური უფლებამოსილია დამატებით, საჭიროების შემთხვევაში, მოითხოვოს იმ დოკუმენტების წარმოდგენა, რომელიც ასაბუთებს მოქალაქეობის მინიჭების მსურველი პირის მიერ განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტაციაში მითითებულ ცალკეულ გარემოებებს.

უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის საკითხთან დაკავშირებული განცხადების განხილვისა და გადაწყვეტის ვადა სრულყოფილი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში არ  აღემატება 3 თვეს. უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც მიენიჭება საქართველოს მოქალაქეობა, დებს საქართველოს მოქალაქის ფიცს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ