ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ისრაელის ტერიტორიაზე იმყოფებიან არალეგალურად და სურვილი აქვთ ნებაყოფლობით და ღირსეულად დაბრუნდნენ საქართველოში,  ისრაელის სახელმწიფოს საიმიგრაციო სამსახური სთავაზობს დახმარებას საქართველოში გასამგზავრებელი ავიაბილეთების შეძენასა და სამგზავრო დოკუმენტების გაფორმებაში. ამ მომსახურებით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ იმ პირებს, ვისაც საკუთარი ნებით სურს ქვეყნის დატოვება და ისრაელის სახელმწიფოში იმყოფებიან არანაკლებ 6 თვე.

მსურველებს შეუძლიათ მიმართონ შემდეგ მისამართზე:

64 Mivtza Kadesh Street, Bnei Brak.

ტელეფონი: 03-6227903

განთავსების თარიღი: 17.02.2016
 

უცხო ქვეყნის მოქალაქეებს „ისრაელში შემოსვლის კანონის“ დარღვევის საფუძველზე დაკავებისას აქვთ შემდეგი უფლებები:

განთავსების თარიღი: 11.02.2016
 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ აღნიშნული ინფორმაცია ისრაელში მგზავრობისას! 

საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც მოემგზავრებიან ისრაელში, გათავისულებული არიან  ისრაელის საბაჟო გადასახადისაგან,  შემდეგი სახის(რაოდენობის) პროდუქტის შემოტანის შემთხვევაში:

 

1.      ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, პირადი ჰიგიენის საგნები - იმ რაოდენობით, რაც მიღებულია გადაიტანო ხელბარგით.

2.      საგნები პირადი მოხმარებისთვის ან საჩუქრად, რომლის საფასური არ აღემატება 200$-ს, თითოეულ მგზავრზე 2 წლიდან.

3.      ძლიერი ალკოჰოლური სასმელი 1 ლიტრამდე, ღვინო - 2 ლიტრამდე, თითოეულ მგზავრზე 18 წლიდან.

4.      სპირტის შემცველი კოსმეტიკა - 0.25 ლიტრამდე.

5.       თამბაქო - 250 გრამამდე.

6.      სიგარეტი - 200 ცალამდე, რომელიც შეადგენს ერთ ყუთს (ბლოკს).

7.      საკვები პროდუქტი პირადი მოხმარებისთვის ან საჩუქრად, რომლის ღირებულება არ აღემატება 200 დოლარს. ამ თანხის ფარგლებში შეიძლება 3 კგ-მდე საკვები პროდუქტის შემოტანა ისე, რომ თითოეული სახეობის წონა არ აღემატებოდეს 1 კგ-ს.

 

განთავსების თარიღი: 27.01.2016
 

ამერიკის შეერთებული შტატების "სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში” სტუდენტებს სთავაზობს უნიკალურ, ამერიკული ბაკალავრიატის სასწავლო პროგრამებს ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და საბუნებისმეტყველო პროფესიებში. ოთხწლიანი პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, ქვეყნიდან გაუსვლელად სტუდენტები მიიღებენ ამერიკულ განათლებას და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკულ დიპლომს.  

განთავსების თარიღი: 11.01.2016
 

პატივცემულო მოქალაქენო!

·         მოკლევადიანი ვიზიტი გულისხმობს, რომ საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ, დაჰყონ ისრაელის ტერიტორიაზე 90 დღე 6 თვის განმავლობაში. შესაბამისად, ისრაელში 90 დღიანი ყოფნის შემდეგ საქართველოს მოქალაქემ უნდა დატოვოს ამ ქვეყნის ტერიტორია. ისრაელის ტერიტორიაზე მომდევნო შესვლა შესაძლებელია 90 დღიანი (3 თვიანი) პერიოდის გასვლის შემდეგ. გაითვალისწინეთ, რომ ისრაელში უვიზო შესვლა არ გაძლევთ ისრაელში მუშაობის ან დასაქმების უფლებას!!!

 

 

 

განთავსების თარიღი: 20.11.2015
 

საქართველოში გამგზავრებისას  გაითვალისწინეთ, რომ საქართველოში აკრძალულია გარკვეული მედიკამენტების შეტანა (მედიკამენტების სრული ჩამონათვალი მოცემულია მიმაგრებულ ფაილში). თუ ჩამონათვალში მოცემული მედიკამენტ(ებ)ი გესაჭიროებათ პირადი მკურნალობისათვის, ასეთ შემთხვევაში აუცილებელია თან იქონიოთ შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების ან ექიმის მიერ გაცემული ცნობა ან რეცეპტი, რომელიც იქნება ნათარგმნი და დამოწმებული ისრაელის სახელმწიფოში არსებული წესის შესაბამისად. სრული ინფორმაციისათვის, შეგიძლიათ იხილოთ დამატებითი ინფორმაცია შემდეგ ვებ-მისამართზე:http://rs.ge/Default.aspx?sec_id=5982&lang=2#

 

განთავსების თარიღი: 11.08.2015
 
განთავსების თარიღი: 04.08.2014
 
განთავსების თარიღი: 01.08.2014
 
განთავსების თარიღი: 01.08.2014
 
განთავსების თარიღი: 31.01.2013
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ