ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ისრაელის სახელმწიფოში უვიზო მიმოსვლით სარგებლობის წესები

პატივცემულო მოქალაქენო!

·         უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შესაძლებლობას აძლევს საქართველოს მოქალაქეებს ვიზის გარეშე მოკლევადიანი ვიზიტები განახორციელონ ისრაელში სხვადასხვა მიზნით: ტურისტული, ბიზნესი, მოკლევადიანი სასწავლო გაცვლითი პროგრამები/ტრენინგი, კურსები, კულტურულ ან სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობა, მკურნალობა და ა.შ.

 

·         მოკლევადიანი ვიზიტი გულისხმობს, რომ საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ, დაჰყონ ისრაელის ტერიტორიაზე 90 დღე 6 თვის განმავლობაში. შესაბამისად, ისრაელში 90 დღიანი ყოფნის შემდეგ საქართველოს მოქალაქემ უნდა დატოვოს ამ ქვეყნის ტერიტორია. ისრაელის ტერიტორიაზე მომდევნო შესვლა შესაძლებელია 90 დღიანი (3 თვიანი) პერიოდის გასვლის შემდეგ. გაითვალისწინეთ, რომ ისრაელში უვიზო შესვლა არ გაძლევთ ისრაელში მუშაობის ან დასაქმების უფლებას!!!

 

 

·         გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ 90 დღიანი ვადის გადაცილების შემთხვევაში, ისრაელის ტერიტორიაზე ყოფნა ჩაითვლება არალეგალურად და ასეთი პირი დაექვემდებარება დეპორტაციას (საქართველოში იძულებით დაბრუნებას). ამასთან, ასეთ შემთხვევაში, აღნიშნულ მოქალაქეს შეეზღუდება ისრაელის ტერიტორიაზე შემდგომი შესვლა.

 

·         ისრაელში სხვადასხვა მიზნით გრძელვადიანი ვიზიტების შემთხვევაში, აუცილებელი იქნება ისრაელის საკონსულოს მიერ გაცემული ვიზა.

 

·         ისრაელის კანონმდებლობის თანახმად,  ისრაელში ყოფნის პერიოდში აკრძალულია ვიზიტის მიზნის შეცვლა და მაშასადამე, აღნიშნული საკითხი წინასწარ განხილულ უნდა იქნეს საქართველოში ისრაელის საელჩოს მიერ. ისრაელის მთავრობა უფლებას იტოვებს, ისრაელში შესვლაზე ან დარჩენაზე უარი უთხრას ნებისმიერ პირს, რომელსაც ის მიიჩნევს არასასურველად მისი  მოქმედი კანონებისა და რეგულაციების შესაბამისად.  

 

 

·         საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ისრაელის სასაზღვრო პუნქტთან სასაზღვრო კონტროლის სამსახურის წარმომადგენელმა შესაძლოა მოითხოვოს შემდეგი დოკუმენტების წარდგენა:

i)                    მგზავრობის მიზნის დამადასტურებელი დოკუმენტები (მოწვევა ან იმ პირის ბინადრობის ნებართვის ასლი, რომლის მოსანახულებლადაც მიემგზავრებით, სასტუმროს ჯავშანი ან იმის დამადასტურებელი საბუთი, რომ იცხოვრებთ თქვენს მეგობართან ან ახლობელთან, იმ სამედიცინო დაწესებულების დასტური, რომელშიც გეგმავთ მკურნალობას, სამოგზაურო ან სამედიცინო დაზღვევა და სხვა);

 

ii)                  მგზავრობის სრული პერიოდისათვის საარსებოდ და სამშობლოში დაბრუნებისათვის საკმარისი თანხის ფლობის დამადასტურებელი საბუთი (ნაღდი ფული, სამგზავრო ჩეკები ან მოქმედი საბანკო ბარათები და ა.შ.);

 

iii)                უკან დაბრუნების გარანტია: სამგზავრო ბილეთი ორივე მიმართულებით (ავიაბილეთი, ავტობუსის ან მგზავრობის სხვა საშუალების ბილეთი და ა.შ.)


საელჩოს საკონსულო სამსახური არ არის უფლებამოსილი ჩაირიოს სხვა ქვეყნის საიმიგრაციო პოლიტიკასა და პროცედურების განხორციელებაში, შესაბამისად საკონსულო სამსხური ვერ დაეხმარება საქართველოს მოქალაქეებს ისრაელში შესვლაში. 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ