დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია
დიპლომატიური ურთიერთობები საქართველისა და ისრაელის სახელმწიფოს შორის დამყარდა 1992 წლის 1 ივნისს.
საქართველოს ელჩები ისრაელის სახელმწიფოში:
-
ლაშა ჟვანია (2019-დღემდე)
- პაატა კალანდაძე (2014-2019)
- არჩილ (აბესალომ) კეკელია (2012–2014)
- ვახტანგ ჯაოშვილი (2008–2012)
- ლაშა ჟვანია (2005-2008)
- რევაზ გაჩეჩილაძე (1998-2004)
თანამშრომლობის სფეროები:
- რეგულარული ორმხრივი და მრავალმხრივი პოლიტიკური დიალოგი,
- საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობა. შექმნილია საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფები.
- თანამშრომლობა კულტურისა და განათლების სფეროებში:
- ქართული კულტურის, მისი უმდიდრესი ტრადიციების ისრაელის საზოგადოებისათვის წარმოჩენა, რაც, სხვა ფაქტორებთან ერთად, განაპირობებს ისრაელელ ტურისტთა ნაკადის ზრდას საქართველოში;
- ისრაელში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა,
- ისრაელში ქართულენოვანი ტელეარხისა და რადიოს ფუნქციონირება;
- ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლების ცენტრის "მაშავის" ცენტრის მიერ ორგანიზებულ კურსებზე ქართველი სპეციალისტების გადამზადება.