საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შეხვედრა ბარ ილანის უნივერსიტეტში

საქართველოს ელჩი ლაშა ჟვანია და საელჩოს მრჩეველი მანანა დუმბაძე ბარ ილანის უნივერსიტეტში შეხვდნენ უნივერსიტეტის პრეზიდენტს, პროფესორ არი ზაბანს, ვიცე-პრეზიდენტ პროფ. შულამიტ მიხაელს, საერთაშორისო სკოლის დირექტორს პროფ. რეიჩელ დეკელს, საინჟინრო ფაკულტეტის დეკანს პროფ. ზეევ ზალევსკის და უნივერსიტეტის წამყვან მეცნიერებს. პრეზიდენტის ოფისმა ელჩის სტუმრობისთვის  სპეციალური პროგრამა მოამზადა, რომელიც მოიცავდა ვიზიტს უნივერსიტეტის ნანო-ტექნოლოგიური ტრიპლექსის ინსტიტუტში, საინჟინრო ფაკულტეტზე დაგონიერი ქალაქების ცენტრში“ (Smart Cities Center). ვიზიტი მიზნად ისახავდა, საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების ბარ ილანის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ძველი ინიციატივების განახლება-განვითარებას და ახალი პერსპექტივების გამოვლენას.