ამა წლის 3 აგვისტოს საქართველოს ელჩი ლაშა ჟვანია ვაშინგტონსა და იერუსალიმში არსებული ებრაული ორგანიზაციის „ბნეი ბრითი“ აღმასრულებელ დირექტორს დან მარიაშჩინს, ორგანიზაციის იერუსალიმის ოფისის ხელმძღვანელს ალან შნაიდერს და პრეზიდენტს ჩარლ კაუფმანს შეხვდა. მხარეებმა ისრაელი-აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.