მიმდინარე წლის 9 აგვისტოს საქართველოს ელჩი ლაშა ჟვანია აშდოდის პორტში სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს-ორნა ჰოზმან ბეხორს, პორტის გენერალურ დირექტორს, ისრაელის საზღვაო ძალების ადმირალს-შიკო ზანასს, პორტის დირექტორთა საბჭოს წევრს შაბთაი ცურის და ლოგისტიკის სამსახურის ხელმძღვანელს- იეჰუდა ნანიკაშვილს შეხვდა. მხარეებმა ორი ქვეყნის საზღვაო პორტებს შორის კავშირების განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს. აშდოდის პორტში დღეს მოქმედმა 41 სტარტაპმა, ინოვაციების დანერგვისა და კომუნიკაციების განვითარების საქმეში, შესაძლოა, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს.